მტირალას ეროვნული პარკი

 

პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა 
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო 
მანძილი ბათუმიდან: 25 კმ  
მანძილი ჩაქვიდან: 15 კმ  
გზის საფარი: ასფალტირებული / გრუნტოვანი 
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250 მ 
ფიჭური ქსელის  დაფარვის ზონა: ნაწილობრივი

მტირალას ეროვნული პარკის მარშრუტი იწყება დაბა ჩაქვის ცენტრიდან.  მდინარე ჩაქვისთავის ხიდთან შეგხვდებათ მანიშნებელი, სადაც გადაუხვევთ სოფელ ხალას მიმართულებით. გზაზე ვიზიტორთა ცენტრამდე შეგხვდებათ არაერთი საპიკნიკე, საბანაო და სხვადასვა კვების ობიექტები. 15 კმ-ს გაივლით დაბა ჩაქვიდან სოფელ ჩაქვისთავამდე, სადაც ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს.    სანამ ლაშქრობას დაიწყებთ ვიზიტორთა ცენტრში   შეგიძლიათ შეისვენოთდაათვალიეროთ საგამოფენო დარბაზი, საჭიროების შემთხვევაში აიყვანოთ გიდი ან იქირაოთ სალაშქრო აღჭურვილობა. 

პარკში არის ორი სხვადასხვა სირთულის ტურისტული ბილიკი:

ბილიკი №1 „წაბლნარი“
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო
პერიოდი:   მაისი - ოქტომბერი
წრიული ბილიკის სიგრძე - 7კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან - 260 - 445 მეტრი 
სირთულე - მარტივი

წაბლნარის წრიული ბილიკი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის  ხეობას.  ბილიკის დასაწყისში გვხვდება მექანიკური საბაგირო, რომლის საშუალებითაც გადახვალთ მდინარის მეორე ნაპირზე და განაგრძობთ გზას ჩანჩქერის მიმართულებით.   მარშრუტის ამ მონაკვეთზე უხვად შეგხვდებათ როდოდენდრონის ბუჩქები, რომლის ყვავილობაც ულამაზესი სანახაობაა. 1,5 კმ-ის გავლის შემდეგ  გვხვდება ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემალური გართობის  მოყვარულებს შეუძლიათ დაეშვან ხეებზე გაბმულ ბაგირებზე.  ზიპ-ლაინიდან რამოდენიმე მეტრში  გზა  იყოფა ორი მიმართულებით:  თუ მხოლოდ ტბასთან აპირებთ მოხვედრა შეუხვევთ მარცხნივ,  ხოლო  თუ ჩანჩქერის მონახულებაც გსურთ გზას გააგრძელებთ მარჯვნივ და 1,5 კმ-ს გავლის შემდეგ მოხვდებით ჩანჩქეთან,  რომლის სიმაღლეც 15 მეტრს აღემატება. უკან  დაბრუნებისას,  ჩანჩქერიდან ერთ კილომეტრის გავლის შემდეგ მოხვდებით ტბასთან, სადაც  მოწყობილია  საპიკნიკე  ადგილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აქ შეძლებთ მოაწყოთ პიკნიკი ველურ ბუნებაში, დაანთოთ ცეცხლი და იბანაოთ ტბაში.

ბილიკი №2 ცივწყარო
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო 
ხანგრძლივობა - 2 დღე
პერიოდი  ივნისი - სექტემბერი
წრიული მარშრუტის სიგრძე - 16 კმ
სიმაღლე  ზღვის დონიდან - 260-1250 მეტრი 
სირთულე- საშუალო

ცივწყაროს ბილიკი  წაბლნარის  ბილიკთან   შედარებით უფრო რთულია და განკუთვნილია ხანგრძლივი ლაშქრობის მოყვარულთათვის. ორდღიანი მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე. ბილიკის დასაწყისში გაივლით კოლხური ტიპის ფართოფოთლოვან შერეული ტყეს. გარდა მრავალფეროვანი მცენარეული საფარისა, ბილიკზე შესაძლებელია   მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.

მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები. ბილიკის მე-9 კმ-ზე ვიზიტორებისათვის მოწყობილია  8 ადგილიანი ტურისტული თავშესაფარი აქვეა ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები. ბილიკის ბოლო ნაწილში  ტყის 70% წიფლნარია.  რეკომედებულია მარშრუტზე რეინჯერთან ან გიდთან ერთად მოგზაურობა.

ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტირალას ეროვნული პარკის მიმართულებით სისტემატიურ რეჟიმში არ მოძრაობს, ამიტომ გთავაზობთ ეროვნულ პარკში ტრანსპორტირების სხვადასხვა ვარიანტებს:

სამარშრუტო ტაქსი
მიმართულება: ბათუმი - ჩაქვისთავი (მტირალას ვიზიტორთა ცენტრი)
სიხშირე: ორშაბათი, პარასკევი
ხანგრძლივობა: 45 წთ
საფასური: ბათუმიდან -  3 ლარი, ჩაქვიდან 2 ლარი
გასვლის ადგილი: ბათუმის ავტოსადგური
გასვლის დრო:  08:00 /17:50
დაბრუნების დრო: 09:30 / 19:00

მიმართულება: ბათუმი - ხალა (მტირალას ვიზიტორტა ცენტრამდე 7 კმ)
სიხშირე: ყოველდღე
გასვლის დრო: 08:30;11:30;14:30;17:50
დაბრუნების დრო: 09:20; 12:20; 15:20; 18:30
მგზავრობის ფასი: 1ლარი

შესაძლებელია აგრეთვე  წასვლა  ბათუმიდან (კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან)  ჩაქვამდე   ქობულეთის სამარშრუტო ტაქსით (ფასი: 1 ლარი). ხოლო ჩაქვიდან  გზას გააგრძელებთ ტაქსით მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრამდე (ფასი: მხოლოდ აყვანა 20-30 ლარი. აყვანა, დალოდება და ჩამოყვანა 50-60 ლარი)

პარკში მოხვედრის ყველაზე მარტივი მეთოდია ტაქსით ( 80-100 ლ) მგზავრობა ან ორგანიზებული ტურით.  ტურისტული სააგენტოების საკონტაქტო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ან ვებგვერის gobatumi.com მეშვეობით.

ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები

  • მოგზაურობის დაწყებამდე, დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, წინასწარ დააზუსტეთ პარკში მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა დეტალი
  • იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ცუდი ორიენტაციის უნარი შეიძლება ადვილად დაიკარგოთ  ტყეში, ამიტომ  აუცილებლად გაიყოლეთ რეინჯერი
  • არ დაგავიწყდეთ ნარჩენებისთვის  პოლიეთილენის პარკის წაღება, რადგან პარკის ტერიტორიაზე არ არის ნაგვის  ურნები
  • ჩაიცვით სპორტულად და კომფორტულად: სქელძირიანი, დახურული საველე ფეხსაცმელი, კეპი და საწვიმარ ლაბადა.
  • მზიან ამინდში თან იქონიეთ საცურაო კოსტუმი
  • წაიღეთ  მცირე ზომის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა

მტირალას ეროვნულ პარკის სერვისებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ საიტზე Info@apa.gov.ge

ან  დარეკოთ მითითებულ ნომერზე : +995 577 10 18 89

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს  დაბა ჩაქვში მეგენეიშვილის ქუჩა №13

სხვა მარშრუტები

თაგო - სხალთის საფეხმავლო მარშრუტი

  მარშუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლ ი. მისი გავლა შეს...

მერისის ხეობა

  მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ მა...

ღვინის ტური აჭარაში

  მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან &nbs...

მაჭახელას თოფის გზა

  მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვეთი-ბათუმი

  მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლ...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში - გობრონეთი

  მარშუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კ...

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა...

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური მარშრუტი

    მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), სავ...