დაბა ხულო - სოფ. ზედა დეკანაშვილები - სოფ. ქედლები - სოფ. ქედლების ჩანჩქერი - მთა კარათი

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო
მარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან სოფ. ქედლებამდე - 4.8 კმ.; ხულოს ცენტრიდან სოფ. ზედა დეკანაშვილებამდე - 4.6 კმ.; საფეხმავლო სოფ. ქედლებიდან - 4.2 კმ.; სოფ.ზედა დეკანაშვილებიდან - 4.9 კმ.
მარშრუტის ხანგრძლივობა: სოფ. ქედლებიდან - 2 სთ 30 წთ.; სოფ. ზედა დეკანაშვილებიდან - 3 სთ 35 წთ..
მარშრუტის სიმაღლე ზღ. დონიდან: სოფ. ქედლები 1314 მ. ; სოფ. ზედა დეკანაშვილები 1264მ. / 2082 მ. / 2082 მ.
მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი
გზის საფარი: მარშრუტის საბოლოო მონაკვეთის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ქვეითად და ცხენით
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრული
მარშრუტი რეკომენდებულია: მაისი- სექტემბერი
მარშრუტზე სანახავი ობიექტები: სოფ. ქედლების ჩანჩქერი; მთა კარათი.

 

მარშრუტი არ არის მარკირებული

 

სოფელი ქედლები დაბა ხულოს ცენტრთან ახლოს, 4 კმ.-ში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულია. ეს ადგილი მიმზიდველია სამთო-სათხილამურო ტურიზმის მოყვარულთათვის და აქტიურია ზამთრის სეზონზე. სოფელში ვხვდებით არაერთ საოჯახო სასტუმროს. კურორტზე  მოწყობილია სათხილამურო ბაზა და ორი 150 და 300 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა. ქედლები უხვი თოვლით გამოირჩევა.

 

მარშრუტის აღწერა : 

მარშრუტი იწყება ქედლების სათხილამურო ბაზის პირველი შენობიდან და ჩრდილო - აღმოსავლეთით სოფლის გრუნტიან გზას მიუყვება. დაახლოებით 1 კილომეტრში  სოფლის ტერიტორია მთავრდება და პატარა ნაკადულის გადავლის შემდეგ, მდელოზე გადის, რომელიც კარგი საპიკნიკე  ადგილია. აქედან  პანორამული ხედი იშლება  არგინეთის მთისა და ხულოს სოფლებზე.

მდელოდან გზა საცალფეხო ბილიკით გრძელდება და ისევ ჩრდილო აღმოსავლეთით, მთის ფერდს მიუყვება. 1.5 კმ.-ის გავლის შემდეგ  გადასახვევია ჩანჩქერის მიმართულებით. ჩანჩქერს  სამი ვარდნილი აქვს- პირველი ვარდნილის  სიმაღლე  4 მ.-ია, მეორეს 11 მ. და მესამეს 5 მ. წყალი კლდეს მიუყვება და სიმცირის გამო დაცემის წერტილზე სიღრმეს ვერ იკეთებს.  კარათის მთის წვერისკენ გზის გასაგრძელებლად, ჩანჩქერიდან უკან დაბრუნებაა საჭირო. გადასახვევიდან ჩრდილოეთით, საფილეთის მთისკენ მიუყვება ბილიკი, რომელსაც მესაქონლეები იყენებენ.

ჩანჩქერის გადასახვევიდან 1 კილომეტრში მდებარე საფილეთის მთას სოფელი ქედლების მოსახლეობა საზაფხულო საძოვრებად იყენებს, იქვე აქვთ აშენებული კოტეჯები და საქონლის სადგომები. კარგი საპიკნიკე ადგილებია საფილეთის მთაზე. ბილიკის შუაში გვხვდება  დიდი და მოსწორებული მინდვრები მდინარის პირას, ულამაზესი ხედებით, რაც შესვენების და ასევე ღამის გათევის საშუალებას გვაძლევს. საფილეთის მთიდან საურმე გზას  კარათის მთისკენ მივუყვებით, რომელიც მალევე მთავრდება და მთაზე ასასვლელად საკმაოდ ხშირ ტყეშია საჭირო გზის გაკვლევა.

კარათის მთის წვერიდან გზის გაგრძელება ვეღარ ხერხდება და  უკან დასაბრუნებლად იგივე გზის გავლაა საჭირო.

ბილიკი საშუალო სირთულისაა. სოფელში და საფილეთის მთაზე გვხვდება სასმელი და ტექნიკური  წყალი, სადაც საპიკნიკე ადგილის მოწყობაცაა შესაძლებელი.

სოფელი მრავალი ტურისტული მიმართულებით გამოირჩევა, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ხედები, მით უფრო მთა არგინეთზე, რომელიც დაბა ხულოდან ერთ-ერთ მთავარ სანახაობას წარმოადგენს.

სხვა მარშრუტები

თაგო - სხალთის საფეხმავლო...

    მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ...

მერისის ხეობა

    მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მან...

მტირალას ეროვნული პარკი

    პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო&nb...

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  ...

მაჭახელას თოფის გზა

მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმი - სოფელი ზედა ჩხ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვე...

  მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლ...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში...

    მარშრუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კი...

სამთო-სათხილამურო კურორტი...

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა...

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალ...

      მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველ...

სხალთა-ხიხანის ისტორიულ-...

  მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104.3 კმ ხანგრძლივობა: 2 სთ.30 წთ. &...

ეკო-სათავგადასავლო მარშრუ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედო, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშ...

ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნ...

მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც...

გადამფრენ ფრინველებზე დაკ...

მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინ...

ხულო - სოფ. თაგო - მთა არ...

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედემარშრუტის სა...

დაბა ხულო - სოფ. უჩხო - ს...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 6.5 კმ., საფეხმავლო 3.1 კმ.მარ...