მოგზაურობა აჭარულ სოფელში - გობრონეთი

 

მარშუტის ტიპი - საავტომობილო
მანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრი
მანძილი ქედიდან - 10 კილომეტრი
მგზავრობის ხანგრძლივობა - 1,15 სთ.
სირთულე - მარტივი
გზის ტიპი - ასფალტირებული (50 კმ)
სოფლის გრუნტი (5 კმ)
სიმაღლე ზღვის დონიდან - 806 მ
ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა : სრულად

მარშრუტის აღწერა
გობრონეთი აჭარის ერთ - ერთი  უძველესი სოფელია. სოფელი მთის ფერდობზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება აჭარისწყლის ხეობაზე. სოფელში მისვლამდე შეგიძლიათ ნახოთ ისტორიული ბუნებრივი ღირშესანიშნაობები: მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარის ხიდი, ზვარეს ეკლესია, მუზეუმები.

გობრონეთის ტურისტული მარშრუტი იწყება ქედის ტურისტული საინფორმაციო ცენტრიდან, მიუყვება საავტომობილო გზას და 12 კილომეტრში უხვევს მარცხნივ,  საიდანაც 5 კილომეტრიანი სასოფლო გრუნტის გავლის შემდეგ  ვხვდებით გობრონეთის საოჯახო სასტუმროებს. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ აჭარული ტრადიციული კერძები და დაესწროთ მათი მომზადების პროცესს, ასევე მოისმინოთ ტრადიციული პოლიფონიური სიმღერა, ადგილობრივებთან გასაუბრებით შეიტყოთ საინტერესო ამბები სოფლის წეს-ჩვეულბებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მონაწილეობა მიიღოთ სოფლის სამეურნეო საქმიანობაში, როგორიცაა: ყველის ამოყვანა, თამბაქოს დაჭრა და არყის გამოხდა.

გობრონეთში მოგზაურობისას სასურველია ერთი დღე დაუთმოთ სოფლის შემოგარენის დათვალიერებას. წრიული საფეხმავლო მარშრუტით მოინახულებთ ჩანჩქერს, კოლხურ ტყესა და ლატევრის მთის მიდამოებს.

მარშრუტზე მსვლელობის დროს შეხვდებით აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულ კოლხური ტიპის მცენარეულობას, გზაზე შეიძლება წააწყდეთ გარეული ცხოველების კვალს , მდიდარია ფრინველთა სამყაროც.

6 კილომეტრის გავლის შემდეგ მიადგებით გობრონეთის ჩანჩქერს. ჩანჩქერის ვარდნის სიმაღლე 20 მ-ია. საფეხმავლო მარშრუტის შემდეგი პუნქტი ლატევრას მთაა. მთაზე ასასვლელი გზა რთულია და 1 კმ-ის გავლა მთლიანად მთის ციცაბო ფერდობზე მოგიწევთ, რის შემდეგაც აღმოჩნდებით ლატევრაში.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ სამეურნეო ტრადიციებს და მთის საზაფხულო სახლებში მიირთვათ ეკოლოგიურად სუფთა რძის ნაწარმი, ადგილზე შესაძლებელია ღამისთევაც. აქვეა წყარო და საპიკნიკე ადგილიც. ლატევრიდან ხუთიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ წრიული მარშრუტი მთავრდება და ბრუნდებით უკან, სოფ. გობრონეთში.

ლატევრის მთის წრიულ მარშრუტზე შესაძლებელია წახვიდეთ ლატევრის იალაღებამდე  მაღალი გამავლობის ავტომობილით ან ცხენით და შემდგომ ფეხით დაეშვათ გობრონეთამდე (6 კილომეტრი).

ტრანსპორტი
ბათუმიდან გობრონეთში დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სურვილის შემთხვევაში შეიძლება წასვლა ტაქსით ან ორგანიზებული ექსკურსიით.

  • სამარშუტო ტაქსი ბათუმი-გობრონეთი გადის ბათუმის ავტოსადგურიდან ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, 16:15 საათზე. ფასი - 4 ლარი.
  • ტაქსი 80- 100 ლარი.

ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია დაუკავშირდეთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს ტელეფონის ნომრებზე:  +995 577 90 90 91 / +995  577  90 90 93 ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ - გვერდზე   gobatumi.com

რჩევები ლაშქრობის მსურველებისთვის:

  • თუ მარშრუტზე პირველად მიდიხართ, აუცილებელია თან გაიყოლოთ ადგილობრივი ან გიდი, რადგანლაშქრობა გიწევთ ველურ ბუნებაში;
  • ჩაიცვით სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. რეკომენდირებული არ არის შორტების ჩაცმა;
  • თან იქონიეთ სალაშქრო ჯოხი, თუ ჯოხი არ გაქვთ, ტყეშიც იპოვნით;
  • წაიღეთ წყალი;
  • იქონიეთ პირველადი დახმარების ნაკრები;

სხვა მარშრუტები

თაგო - სხალთის საფეხმავლო...

  მარშუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლ ი. მისი გავლა შეს...

მერისის ხეობა

  მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ მა...

მტირალას ეროვნული პარკი

  პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო&...

ღვინის ტური აჭარაში

  მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან &nbs...

მაჭახელას თოფის გზა

  მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვე...

  მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლ...

სამთო-სათხილამურო კურორტი...

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა...

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალ...

    მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), სავ...