თოკების პარკი

აღწერა

მტირალას ეროვნული პარკი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს და მოიცავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს. ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი სოფ. ჩაქვისთავში მდებარეობს.

მტირალას ეროვნულ პარკში, ზიპ-ლაინის სიახლოვეს მდებარეობს თოკების პარკი. ეს არის საკმაოდ საინტერესო გასართობი ატრაქცია მთელი ოჯახისთვის.

 

თოკების პარკი მოიცავს 2 ტიპის მარშრუტს:

თოკების პარკი (მარშრუტი მოზარდებისთვის) 1 ადამიანი - 15 ლარი;
თოკების პარკი (მარშრუტი საოჯახო) - 1 ადამიანი - 20 ლარი.



როგორ მოვხვდეთ

ბათუმი-ჩაქვისთავი: (მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი)

გასვლის დრო 09:40, 15:40.

გასვლის ადგილი: ბათუმის ძველი ავტოსადგური

მისამართი: მაიაკოვსკის ქ.№1


ბათუმი ხალა:

გასვლის დრო: 08:30 , 11:30, 14:30, 17:50

გასვლის ადგილი: ბათუმის ძველი ავტოსადგური

მისამართი: მაიაკოვსკის ქ.№1

გამომდინარე იქედან, რომ სოფ. ხალა მტირალას ვიზიტორთა ცენტრისგან ცოტათი მოშორებით მდებარეობს, მძღოლისთვის თანხის დამატების შემთხვევაში ტრანსპორტი ჩაქვისთავამდე აგიყვანთ.

გალერეა


სხვა აქტივობები