ქობულეთის ფესტივალი

 

აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებით. ,,ქობულეთის ფესტივალი" განსაკუთრებით უყვართ როგორც ქობულეთის მკვიდრთ, ასევე ქალაქის სტუმრებს.

,,ქობულეთის ფესტივალი" ზაფხულის დასაწყისში იმართება და ადგილობრივებსა და დამსვენებლებს ამცნობს, რომ ქობულეთი მზადაა საზღვაო სეზონისათვის. 

ფესტივალის დღეს, ზღვის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია მორთულია ფერადი და ზაფხულის შესაფერისი, ხალისიანი დეკორაციით, მანიშნებლებითა და განათებებით. სპეციალურად ამ დღისთვისთვის მოწყობილი სცენიდან მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი და მოწვეული ბენდები თუ დიჯეები  ზრუნავენ ფესტივალის სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე უწყვეტ რეჟიმში.

კონცერტის პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა საზაფხულო აქტივობა, სპეციალური კუთხეა განკუთვნილი ბავშვებისთვის, სადაც ანიმატორები უამრავ საინტერესო თამაშსა და გასართობს უმზადებენ ფესტივალის  პატარა სტუმრებს.

ტერიტორია გარშემოტყმულია ბუნგალოს ტიპის ღია კაფე-ბარებით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის საზაფხულო გემრიელობების, უალკოჰოლო თუ ალკოჰოლიანი სასმელების დაგემოვნება.

შოუ-პროგრამა ყოველწლიურად განახლებადი და განსხვავებულია, იმართება ცეცხლოვანი და ფრანების  შოუ, საღამოს, პლაჟზე სხვადასხვა ლოკაციაზე ინთება კოცონი, ცაში ეშვება ათასობით ფერადი ჰელიუმის ბუშტი. ღონისძიებას ასრულებს ულამაზესი ფოიერვერკი.  

ფესტივალის მთავარი მიზანია  ზაფხულის, ზღვაზე დასვენების და მხიარული განწყობის შექმნა, რასაც ქობულეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში სთავაზობს სტუმრებს.

 

სხვა ღონისძიებები

ზაფხულის ფესტივალი

  აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურუ

ფრინველებზე დაკვირვე...

  გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი და  ყოველწლიურა

სოფლის ტურიზმის საერ...

  დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ

სოფლის ტურიზმის ფესტ...

   აჭარაში შემოდგომა მხოლოდ  მტევნებით დახუნძლულ ვაზსა და  ციტრუსის სავსე, ნარი

ზამთრის ფესტივალი - ...

  ბათუმისა და ქობულეთის ზაფხულის ფერადი ფესტივალების, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების და თბი