ზაფხულის ფესტივალი

 

აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებით. ერთ-ერთი ასეთი ფესტივალი, რომელიც განსაკუთრებული მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს სწორედ ზაფხულის სეზონის გახსნაა სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ .

ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურად იმართება ზაფხულის დასაწყისში და ადგილობრივებსა და დამსვენებლებს ამცნობს, რომ ბათუმი და მთლიანად აჭარა  მზადაა საზღვაო სეზონისათვის. 

ფესტივალის დღეს, ზღვის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია მორთულია ფერადი და ზაფხულის შესაფერისი, ხალისიანი დეკორაციით, მანიშნებლებითა და განათებებით. სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი სცენიდან  ადგილობრივი და მოწვეული ბენდები თუ დიჯეები  მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ზრუნავენ ფესტივალის სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე .

კონცერტის პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა საზაფხულო აქტივობა და შეჯიბრება: მაგიდის ტენისი, ქვიშის ფრენბურთი, Beer Pong და ა.შ. გარდა ამისა, ბავშვებისთვის განკუთვნილია სპეციალური კუთხე, სადაც ანიმატორები უამრავ საინტერესო თამაშსა და გასართობს უმზადებენ ფესტივალის ყველაზე პატარა სტუმრებს.

ფესტივალის დღეს, სანაპიროსთან გაჩერებული იახტები და გემები ნებისმიერ მსურველს სპეციალურ ფასად სთავაზობს ზღვაში გასეირნებასა და ზღვის სიღრმიდან ბათუმის ხედებით ტკბობას.

ტერიტორია გარშემორტყმულია ბუნგალოს ტიპის ღია კაფე-ბარებით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის საზაფხულო გემრიელობების, უალკოჰოლო თუ ალკოჰოლიანი სასმელების დაგემოვნება.

შოუ-პროგრამა ყოველწლიურად განახლებადი და განსხვავებულია, იმართება ცეცხლოვანი და ფრანების  შოუ, საღამოს, პლაჟზე სხვადასხვა ადგილას ინთება კოცონი, ცაში კი ათასობით ფერადი ჰელიუმის ბუშტი და ფარანი ეშვება. ღონისძიებას ულამაზესი ფოიერვერკი ასრულებს.  

ფესტივალის მთავარი მიზანია  საზაფხულო, საზღვაო და მხიარული განწყობის შექმნა, რასაც ბათუმი მთელი სეზონის განმავლობაში სთავაზობს სტუმრებს.

 

სხვა ღონისძიებები

ქობულეთის ფესტივალი

  აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურუ

ფრინველებზე დაკვირვე ...

  გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი და  ყოველწლიურა

სოფლის ტურიზმის საერ ...

  დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ

სოფლის ტურიზმის ფესტ ...

   აჭარაში შემოდგომა მხოლოდ  მტევნებით დახუნძლულ ვაზსა და  ციტრუსის  ნარინ

ზამთრის ფესტივალი - ...

  მაღალმთიანი აჭარა უხვთოვლიანობით გამოიჩევა, რაც საოცრად მიმზიდველია წლის ამ პერიოდში დასვენე