ზამთრის ფესტივალი - გოდერძი

 

მაღალმთიანი აჭარა უხვთოვლიანობით გამოიჩევა, რაც საოცრად მიმზიდველია წლის ამ პერიოდში დასვენების მოყვარულებისთვის, რომლებიც თეთრი, ფაფუკი თოვლისა და სუფთა ჰაერის გარდა, ზამთრის ფესტივალითაც არიან განებივრებულნი. ღონისძიების  ძირითადი მიზანია მთის კურორტებზე -გოდერძსა და გომარდულზე ზამთრის სეზონის გახსნის დაანონსება და მათი პოპულარიზაცია.

ფესტივალისთვის  ტერიტორია ზამთრის თემატიკის დეკორაციებითა და განათებით ეწყობა, ღონისძებას კი  პროფესიონალი მოთხილამურეები ხსნიან, რომლებიც  ფერადი კვამლით ეშვებიან სასრიალო ტრასიდან.

 ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ირგვლივ რკალისებრი ფორმით განლაგებული კვების ობიექტები მყუდრო გარემოს ქმნიან, სადაც შეგიძლიათ აიღოთ ცხელი ჩაი, ყავა, კაკაო ან გლინტვეინი, სიმბოლურ თანხად შეიძინოთ ჰოთ-დოგი და  გასათბობად კოცონს მიუსხდეთ. აქვე იმართება ზამთრისთვის დამახასიათებელი სპორტული აქტივობები და შეჯიბრებები, სტუმრების სასიამოვნო განწყობაზე კი, მთელი დღის განმავლობაში სცენიდან ზრუნავენ მოწვეული ბენდები თუ მომღერლები.

კურორტზე ყოფნისას, საბაგირო გზით გასეირნება არ უნდა გამოტოვოთ. ოღონდ  თან აუცილებლად იქონიეთ კარგად დამუხტული ტელეფონი ან ფოტოაპარატი და მოემზადეთ დათოვლილი მთებისა და სითეთრეში ჩაფლული მარადმწვანე ნაძვების გადასაღებად.  რაც მთავარია, გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად ულამაზესი ხედებისა, რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით უფრო ცივა, ამიტომ არ დაგავიწყდეთ თბილი ხელთათმანებისა და კაშნეს თან წაღებაც. ზემოთ, საბაგიროდან გადმოსულებს, შესაძლოა, სულაც გაუკვალავი თოვლი დაგხვდეთ, სადაც მეგობრებთან ერთად გუნდაობასა და თოვლში ხტომასაც შეძლებთ. სრიალის მოყვარულებს კი სასრიალო ტრასიდან შეუძლიათ დაშვება, რომელიც ჯამში 8 კმ.-ია და ამ მხრივ გამორჩეულია აჭარის სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებისგან.

საღამოს საათებში ელექტრონული მუსიკის დრო დგება, რომელსაც ადგილობრივი დიჯეები შემოგვთავაზებენ. შეგიძლიათ იცეკვოთ მეგობრებთან ერთად, დააგემოვნოთ კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული სოფლის ნატურალური ჭაჭა, რომელიც კარგადაც გაგათბობთ და შესაბამის განწყობაზეც დაგაყენებთ, რათა გვიან ღამემდე აქტიურად გაერთოთ.

ღონისძიებას თოვლის ფანტელებში გასროლილი ულამაზესი ფოიერვერკი ასრულებს.

 

სხვა ღონისძიებები

ფრინველებზე დაკვირვე ...

  გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი და  ყოველწლიურა

სოფლის ტურიზმის საერ ...

  დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ

სოფლის ტურიზმის ფესტ ...

   აჭარაში შემოდგომა მხოლოდ  მტევნებით დახუნძლულ ვაზსა და  ციტრუსის  ნარინ

ქობულეთის ფესტივალი

  აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურუ

ზაფხულის ფესტივალი

  აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურუ