სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

 

დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენციური გახდა, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა უმეტესი ნაწილი ჯანსაღ გარემოს,  ბუნებას, ტრადიციების, გასტრონომის, კულტურისა და ისტორიის გაცნობას ითხოვს, სწორედ  ყველა ეს კომპონენტი ქმნის  სოფლის ტურიზმს.

აჭარის მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება, უნიკალური ტრადიციები და კულტურა, ავთენტური გარემო, კულინარია და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებს ქმნის. დაცული ტერიტორიები და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები ყველა ტიპის მოგზაურისთვის საინტერესო და მიმზიდველია. მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობით დაინტერესებულ ვიზიტორთა  რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის თემებიც სწორედ სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხალხის მოზიდვასა და სოფლის ტურიზმის მიმართულებით მათ დაინტერესებას ეხება. ასევე ძირითადი მიზანია სოფლის ტურიზმში ჩართული ადამიანების, მეწარმეების, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენელთა შეხვედრა/დისკუსია. 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე  უცხოელი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლისა და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები. კონფერენციის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში იმართება პრეზენტაციები, მოხსენებები, სემინარები და დისკუსიები, ეწყობა გაცნობითი და პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია. კონფერენციაზე უცხოელი და ქართველი მომხსენებლების მოწვევა ხდება ინდივიდუალურად.

2019 წელს გაიმართა სოფლის ტურიზმის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის თემა ყოველწლიურად განახლებადია. წლევანდელი სამუშაო თემები, რეგისტრაციის ბლანკი და სხვა დეტალური ინფორმაცია დაზუსტებისთანავე აიტვირთება სოფლის ტურიზმის ოფიაციალური ვებ-გვერდზე - www.ruralconf.com

ჩატარების სავარაუდო თარიღი: 21-22 სექტემბერი

ჩატარების ადგილი: ბათუმი

სხვა ღონისძიებები

ზაფხულის ფესტივალი

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებ

აჭარის ფრინველებზე დ...

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, სულ უფრო ფა

სოფლის ტურიზმის ფესტ...

შემოდგომა აჭარაში ისეთივე დახუნძლულია ფესტივალებით, როგორც შემოდგომის ვაზი მტევნებით და აჭ

1ზამთრის ფესტივალი -...

  ბათუმისა და ქობულეთის ზაფხულის ფერადი ფესტივალების, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების და თბი

"ქობულეთის ფესტივალი...

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებ