"ქობულეთის ფესტივალი"

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს. ერთ-ერთი ასეთი ფესტივალია - ზაფხულის სეზონის გახსნა ქობულეთში. ფესტივალის მთავარი მიზანია  ზაფხულის, ზღვაზე დასვენების და ბედნიერი განწყობის შექმნა,  რასაც ქობულეთი სტუმრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში სთავაზობს.

ზაფხულის ფესტივალი გარდა საზაფხულო განწყობის შექმნისა, ადგილობრივებსა და დამსვენებლებს ამცნობს, რომ ქობულეთი  მზადაა ზაფხულის საზღვაო სეზონისათვის. 

ფესტივალის მთლიანი ტერიტორია მორთულია უამრავი ფერადი და ზაფხულისთვის დამახასიათებელი დეკორაციით, მანიშნებლებითა და განათებებით. ამ დღესთან დაკავშირებით მოწყობილია სცენა, საიდანაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები თუ დიჯეები მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ზრუნავენ მოსული სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა საზაფხულო აქტივობები და შეჯიბრებები: მაგიდის ტენისი, ქვიშის ფრენბურთი და ა.შ. გარდა ამისა, ბავშვებისთვის განკუთვნილია სპეციალური კუთხე, სადაც ანიმატორები უამრავ საინტერესო თამაშსა და გასართობ პროგრამას უმზადებენ ფესტივალის პატარა სტუმრებს.

ტერიტორია გარშემოტყმულია ბუნგალოს ტიპის ღია კაფე-ბარებით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის საზაფხულო გემრიელობების, უალკოჰოლო თუ ალკოჰოლიანი სასმელების დაგემოვნება.

შოუ - პროგრამა ყოველწლიურად განახლებადი და განსხვავებულია, იმართება ფრანებისა  და ცეცხლოვანი შოუ, ცაში ეშვება ათასობით ფერადი ჰელიუმის ბუშტი და საღამო სრულდება ფოიერვერკით.

სხვა ღონისძიებები

ზაფხულის ფესტივალი

ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აჭარა განსაკუთრებით ანებივრებ

აჭარის ფრინველებზე დ...

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, სულ უფრო ფა

სოფლის ტურიზმის საერ...

დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაო

სოფლის ტურიზმის ფესტ...

შემოდგომა აჭარაში ისეთივე დახუნძლულია ფესტივალებით, როგორც შემოდგომის ვაზი მტევნებით და აჭ

ზამთრის ფესტივალი - ...

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილების

ზამთრის ფესტივალი - ...

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილების

ზამთრის ფესტივალი - ...

ბათუმისა და ქობულეთის ფერადი ფესტივალების, თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველების გაცილების