ნაკონაღვარი

აღწერა

აღწერა:

ნაკონაღვარის იაილები ბათუმიდან ყველაზე ახლო, 2 საათის სავალ გზაზე მდებარე საიალაღოა, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მ.-ზეა გაშლილი, მის შემდეგ კი თურქეთის ტერიტორიები იწყება.

ნაკონაღვარის იაილებზე მერისის ხეობიდან მოხვდებით, სადაც საოცარი ხედების გარდა, ნახავთ ტურისტების საყვარელ მერისის ჩანჩქერს, ლეგენდარულ ცივ წყაროს, რომლის წყალში ხელის გაჩერება რამდენიმე წამიც კი გაგიჭირდებათ, შეივლით საოჯახო სასტუმრო სახლში, სადაც ადგილობრივი ფოლკლორით გატაცებული  მასპინძლები დაგხვდებიან და პიკნიკს მოაწყობთ ,,გვახას“ საპიკნიკეზე.

ნაკონაღვარის იაილებზე მემთეურები დაახლოებით 4-5 თვეს ატარებენ. ისინი მთელი ზაფხულის განმავლობაში საზაფხულო, ხის სახლებში რჩებიან, საქონელს უვლიან, მთის ქორფა ბალახით კვებავენ, ჯანსაღ რძეს იღებენ და იმდენ პროდუქტს ამზადებენ, რომ ზამთრისთვის შენახვის გარდა, ბათუმის სხვადასხვა ბაზარსაც ამარაგებენ. ამ პერიოდში, ნაკონაღვარევის იაილებს აჭარის ბუნებითა და სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებული მოგზაურებიც მრავლად სტუმრობენ.

აქტივობები

პიკნიკი, ჯიპ-ტური, ლაშქრობა, კარვის გაშლა. 

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:

მაღალი გამავლობის ავტომობილი.

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

მერისის ხეობა

    მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მანძილი ქედის ცენტრიდან მერისის ხეობამდე  – 9,5 კმ./11 კმ. /16 კმ. მოგზაურობის ხანგრძლივობა – 5-6 საათი სირთულე - მარტივი გზის საფარი ...


სხვა ადგილები