ზედა თხილვანა

ზედა თხილვანა ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1440 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი, ბათუმიდან 118 კმ-ით,  ხულოდან კი 30 კმ-ითაა დაშორებული. ზედა თხილვანა გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზითა და ისტორიით. აქ შეგიძლით მოინახულოთ შუა საუკუნების ხიხანის ციხე და დატკბეთ ულამაზესი მთაგორიანი ხედებით. ეს ადგილები შესანიშნავია ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის, ასევე საკემპინგედ.

რა ვნახოთ:

ხიხანის ციხე ;

საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები.

როგორ მოვხვდეთ :

მიკროავტობუსი ბათუმი - თხილვანა, გადის ყოველდღე. ფასი 8 ლარი. მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1

ტაქსი, ფასი 70-100 ლარი.