ზედა ჩხუტუნეთი

სოფელი ზედა ჩხუტუნეთი (ყოფილი კახიეთი, ნაგერვეთი) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელას თემში, ბათუმიდან 39 კმ-ში მდებარეობს. სოფელი მდინარე მაჭახლისწყლის ხეობაშია (ჭოროხის მარჯვენა შენაკადი), ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე. ზედა ჩხუტუნეთში ამჟამად დაახლოებით 322 ადამიანი ცხოვრობს. სოფლამდე მისასვლელი გზა მთლიანად ასფალტირებულია, შიდა გზები კი ბეტონისაა.

რა ვნახოთ:

ჩხერის ხიდი;

ჩხერის ჩანჩქერი;

მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;

თოფი „მაჭახელას“ მონუმენტი სოფლის გზაზე;

აჭარული ნაქარგობის სახლი „სითვა“;

ზედა ჩხუტუნეთის ჭონჭყოს საწნახელი;

არქეოლოგიური ძეგლი - „ზედა ჩხუტუნეთის მარანი“.

 

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმიდან, მაჭახელასკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსით. მგზავრობის ღირებულება 2.50 ლარი. გადის ყოველდღე, შემდეგი განრიგით: 12:30; 16:00; 19:00, ბათუმში უკან დაბრუნება 08:30; 15:00; 17:30 საათებში. მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ.N1,

ტაქსით, ღირებულება 80-100 ლარი.

ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილით.