პირველი მაისი

პირველი მაისი ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან კი 35 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სოფელი ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. შესაძლებელია ჰაიკინგი ახლომდებარე ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად. აქვეა საოჯახო სასტუმრო სახლი „შერვაშიძის მარანი“, რომელიც ღვინის წარმოებით არის დაკავებული. მასპინძელთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ  აჭარული კერძები და მონაწილეობა მიიღოთ კულინარიულ მასტერკლასში. ექსტრემალის მოყვარულთათვის  ბაგირზე დაშვების მომსახურეობა - ზიპლაინია მოწყობილი.

რა ვნახოთ:

ცივასულას ციხე,

მიწის ხიდი,

„შერვაშიძის მარანი“.

 

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმიდან, №77 მიკროავტობუსით ქედის ცენტრამდე, შემდეგ ტაქსით/ფეხით - 2კმ.  

ნებისმიერი მიკროავტობუსით, რომელიც შუახევისა და ხულოს მიმართულებით გადის, ქედის ცენტრამდე, შემდეგ ტაქსით/ფეხით - 2 კმ.

მიკროავტობუსები  გადიანი ძველი ავტოსადგურიდან, ყოველ დღე. მის.: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. №1. ფასი 2ლ.

ტაქსით;

ნებისმიერი ტიპის მსუბუქი ავტომობილით.

ფოტოგალერეა