ოლადაური

სოფელი ოლადაური შუახევის მუნიციპალიტეტის, მარეთის ხეობაში, ბათუმიდან 84 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1090 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. 1996 წლიდან ოლადაურში ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც აჭარისა და შუახევის ისტორიასთან დაკავშირებული 1 850 ექსპონატია დაცული, მათ შორის არქეოლოგიური  და ეთნოგრაფიული მასალა, შრომის იარაღები, მუნიციპალიტეტის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა.

სოფელ ოლადაურში შესაძლებლობა გაქვთ მოუსმინოთ ადგილობრივ ფოლკლორს და გაეცნოთ ხეზე კვეთის ნიმუშებს.

 

რა ვნახოთ :

ოლადაურის მუზეუმი;

მთა ჩირუხი.

 

როგორ მოვხდეთ:

მიკროავტობუსი ბათუმი - ოლადაური, ფასი 7 ლარი, მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, (მაიაკოვსკის ქ. №1);

ტაქსი.