კორომხეთი

სოფელი კორომხეთი ქედის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმიდან კი 38 კმ-ის დაშორებით მდეობარეობს. აქ აღმოჩენილია ერთ-ერთი უძველესი, ქვაში ნაკვეთი საწნახელი, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-10 საუკუნით თარიღდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის  მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. კორომხეთში ჰარმონიულადაა შერწყმული სიმწვანე და  კლდეების სილამაზე. სოფელში ფუნქციონირებს  საოჯახო სასტუმრო სახლები: „აჩი-10“ და „მეგობრობა“, რომლებიც გიმასპინძლებენ აჭარული კერძებითა და სურვილის შემთხვევაში მოგიწყობენ კულინარიულ მასტერკლასს.

 

რა ვნახოთ:

ქვის საწნახელი;

საოჯახო სასტუმრო „აჩი-10“ და „მეგობრობა“;

 

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმიდან, №77 მიკროავტობუსით ქედის ცენტრამდე,ფასი 2ლ; იქიდან ტაქსით 2 კმ. ფასი 10ლ.

მიკროავტობუსით შუახევისა და ხულოს მიმართულებით, ფასი: 3-4 ლ.

მიკროავტობუსები გადიან ძველი ავტოსადგურიდან, მის: ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. №1

ტაქსით,  ფასი 50 ლ.