ხინოწმინდა

სოფელი ხინოწმინდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 315 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი  ბათუმიდან 73 კმ-ით, ქობულეთიდან კი 48 კმ-ითაა დაშორებული, ხინოწმინდა მთლიანად  კინტრიშის ეროვნული პარკითაა გარშემორტყმული. სოფელში ფუნქციონირებს ერთი საოჯახო სასტუმრო სახლი, არის კეთილმოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ხინოწმინდამდე 16 კმ-ში განთავსებულია რეინჯერების საგუშაგო და სასტუმრო. იქვე ნახავთ თამარ მეფის ეპოქის თაღოვან ხიდს. სოფლიდან 12კმ-ში მდებარეობს ტბიყელის ტბა.

 

რა ვნახოთ:

ხინოს ნაეკლესიარი;

 

როგორ მოვხვდეთ:

სამარშრუტო ტაქსი ბათუმი-ქობულეთი, რომელიც ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადის. (მის: ი.გოგებაშვილის N54); ფასი - 1.5 ლ;

ქობულეთის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსი სოფელ ჭახათამდე, რომელიც დღეში რამდენჯერმე გადის. ჭახათიდან 26 კმ-ის გავლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი;

ორგანიზებული ექსკურსია;

ტაქსი.

ფოტოგალერეა