ღორჯომი

ქალაქ ბათუმიდან 100 კილომეტრის მოშორებით სოფელი ღორჯომი მდებარეობს, ის ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი და ულამაზესი სოფელია, რომელიც 15 კილომეტრითაა დაშორებული დაბა ხულოდან. სოფელი ზღვის დონიდან 1500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ღორჯომიდან უმოკლესი გზით შეგიძლიათ გადავიდეთ კურორტ ბახმაროში აქ მრავლად შეგხვდებათ საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.


რას ვნახავთ:
ხის ოდები; კასკადოვანი ჩანჩქერები; ხუთგუმბათოვანი მეჩეთი; მთა ლეკნარი; საზაფხულო სადგომები; უმოკლესი გზა კურორტ ბახმაროში გადასასვლელად; საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.


როგორ მოვხვდეთ:
მიკრო ავტობუსი ბათუმი-საციხური, ბათუმი - აგარა - 12 ლარი. ბათუმი- ხულო - 6 ლარი. მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის N1 ტაქსი ფასი 90-120 ლარი.

ფოტოგალერეა

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნარი - კურორტი ბახმარო

მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საავტომობილო(4x4), საველოსიპედემარშრუტის საერთო სიგრძე: კურორტი ბახმაროს მიმართულებით - 30,8 კმ;მოგზაურობის ხანგრძლივობა: საფეხმავლოდ - 3 დღე და 2 ღამე; საცხენოსნოდ და საველოსიპედეთ - 2 დღე და 1 ღამე; საავტომობილოდ 1 დღემოგზაურობის დრო: 16 სთ 25 წთ.;მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1278 მ. / 2391 მ.ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა – მარშ ...