დანისპარაული

დანისპარაული - ხულოს მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი ლამაზი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 1520 მ. სიმაღლეზე მდებარეობს, კურორტ გოდერძამდე 4 კმ-ის დაშორებით. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო, კურორტი გოდერძი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც მას მეტად მიმზიდველს ხდის, განსაკუთრებით გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულებისთვის.  დანისპარაული, ისევე როგორც კურორტი გოდერძი გამოირჩევა განსაკუთრებული ჰავითა და სამკურნალო ჰაერით. ამიტომ ამ ადგილებს ბევრი ადამიანი სტუმრობს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.

 

რა ვნახოთ:

კურორტი გოდერძი.

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი ბათუმი - დანისპარაული, გადის ყოველდღე. ფასი 9 ლარი. მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1;

ტაქსი, ფასი 120-140 ლარი.