ჩაქვისთავი

სოფელი ჩაქვისთავი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი  ბათუმიდან 30 კმ-ით, ქობულეთიდან კი 32 კმ-ითაა დაშორებული, ჩაქვისთავი, მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა. სოფელში შეხვდებით  არაერთ საოჯახო სასტუმრო სახლს, ულამაზეს საკემპინგე და საპიკნიკე ადგილებს. აქვეა ზიპლაინი და თოკების პარკი, სადაც მთელი ოჯახი გაერთობა. ეროვნული პარკის შესასვლელთან განთავსებულია რეინჯერების საგუშაგო და სასტუმრო.

რა ვნახოთ:

მტირალას ეროვნული პარკი.

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი ბათუმი-ჩაქვისთავი, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს - 08:30 / 14:30, ბათუმის ცენტრალური ავტოსადგური (მის: მაიაკოსვკის ქ. №1);

ჩაქვისთავი-ბათუმი, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს - 09:30 / 15:30;

ორგანიზებული ექსკურსია; 

ტაქსი.

ფოტოგალერეა