ბეშუმი

ბეშუმი - საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მთის კლიმატური კურორტია. ის ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ. სიმაღლეზე, ხულოდან კი 30 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს.

ბეშუმში უჩვეულო, სუფთა ჰაერია, რასაც წიწვოვანი ტყეებითა და მდინარეებით მდიდარი ბუნება განაპირობებს. აქ  ზაფხული გრილია. სასიამოვნო გარემოს გარდა, კურორტს არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებებისთვისაც სტუმრობენ. ბეშუმის ჰავა განსაკუთრებით უხდება სასუნთქ ორგანოებსა და ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს, აქვე შეხვდებით ტალახის აბანოებსაც. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ბეშუმში ,,შუამთობას“ ზეიმობენ, სადაც თავს იყრის მთელი აჭარა, იმართება ფოლკლორული შოუ და სხვადასხვა აქტივობა. ბეშუმის მშვენიერ ბუნებაში მრავლად იპოვით ადგილებს პიკნიკისა და კემპინგისთვის. დიდთოვლობის გამო, ზამთარში კორორტზე მოხვედრა თითქმის შეუძლებელია.

 

რა ვნახოთ:

ტალახის სამკურნალო აბანო;

საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.

 

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი ბათუმი- ბეშუმი, ზაფხულის სეზონზე გადის ყოველდღე. ფასი 16 ლარი. მის.: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

ტაქსი, ფასი 130-150 ლარი.

ფოტოგალერეა