მახინჯაური-მწვანე კონცხი

ბათუმიდან მწვანე კონცხზე მოსახვედრად 9 კმ-ის გავლა დაგჭირდებათ, მახინჯაურამდე კი მხოლოდ 7 კმ-ი.

მწვანე კონცხი ერთ-ერთი უნიკალური ადგილია საქართველოში, სწორედ აქ მდებარეობს ას წელზე მეტი ხნის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი იშვიათი მცეენარეების კოლექციას ფლობს. უნიკალური მიკროკლიმატი, ზღვისა და მთების სიახლოვე შესანიშნავ საშუალებას იძლევა დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის.

მახინჯაური ცნობილია თავისი ,,გოგირდის აბანოებით“სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მას შემდეგ შეიქმნა, როდესაც ერთ-ერთმა დამსვენებელმა სამკურნალო თერმული წყაროები აღმოაჩინა (ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსის რეაბილიტაცია). მახინჯაურის პატარა, კენჭოვან სანაპიროს  სიმწვანეში ჩაფლული  ბორცვები დაჰყურებენ. აქ, ზღვაზე მკურნალობის საუკეთესო ფაქტორად ყოველთვის ჰელეოთერაპია ითვლებოდა. ორივე ადგილიდან ახლოსაა მტირალას ეროვნული პარკი და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმები.

ძირითადი ატრაქციები

ნახეთ ამ ლამაზი ქალაქის ძირითადი ატრაქციები


სხვა მიმართულებები