კურცხალი

აღწერა

მუნიციპალიტეტი- ხულო

 

მანძილი

 ბათუმიდან- 100 კმ;

ხულოდან- 8 კმ.

 

აღწერა:

კურცხალი-ხულოს რაიონის, ზღვის დონიდან 1700 მ.-ზე მდებარე მთაგორიანი, ალპური სოფელია, განსაკუთრებული ბუნებით და სუფთა ჰაერით.

კურცხალთან მისვლამდე არაერთ ღირსშესანიშნაობას შეხვდებით, მათ შორის გამოირჩევა უჩხოს თაღოვანი ხიდი და  ბეგოშვილების ციხე. მოლაშქრეებს განსაკუთრებით დააინტერესებთ უჩხოს კასკადოვანი ჩანჩქერები, რომელთაც  სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი სახეობის, კანიონინგის დიდი პოტენციალი გააჩნია.

სოფელი კურცხალი თემის ბოლო სოფელია, რომელიც ღორჯომის ხეობაში გადადის. აქ მოსახლეობა ზამთარში თითქმის აღარ ცხოვრობს, მაგრამ ყოველ ზაფხულს ისევ უბრუნდება მშობლიურ კერას და სოფელიც თავიდან ივსება ხალხითა და სიცოცხლით. ადგილობრივების გარდა, კურცხალს მთაზე და აჭარულ სოფელზე შეყვარებული ბევრი ტურისტი სტუმრობს. სიმწვანე, ხელუხლებელი ბუნება, ტრადიციული ხის სახლები და მათ წინ მორბენალი ლოყაღაჟღაჟა ბავშვები მნახველს იზიდავს თავისი ავთენტურობით, სიმარტივით და ნამდვილობით.

 

როგორ მოვხვდეთ:

მაღალი გამავლობის ტრანსპორტით;

ტაქსით, ფასი 100 -120 ლარი.

აქტივობები

პიკნიკი, კოცონის დანთება. 

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:

მაღალი გამავლობის  ავტომობილი.  ტაქსი 100-120 ლარი, 

მიკროავტობუსი ბათუმი-უჩხოს მიმართულებით, თანხის დამატების შემთხვევაში შესაძლებელია დანიშნულების ადგილამდე მისვლა.

მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.


სხვა ადგილები