ქობულეთი

ქობულეთი აჭარის შავიზღისპირეთის ერთ-ერთი მთავარი ქალაქია. ბათუმიდან ჩრდილოეთით, 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, სუბტროპიკული კლიმატის ზონაში. ზამთარში ტემპერატურა იშვიათად ჩამოდის +5°C -ზე ქვემოთ, ზაფხულში კი  +25°C / +30°C ფარგლებში მერყეობს. აქ თითქმის არ თოვს, ისევე როგორც არ იცის ძალიან მაღალი სიცხე. ზღვა თბება 27°C-მდე. პლაჟი საკმაოდ გაშლილია,ბათუმის მსგავსად კენჭოვანი, ძირითადად წვრილი კენჭებით. ქირავდება შეზლონგები და პლაჟის ქოლგები. ქობულეთი პატარა ქალაქია და ნებისმიერი წერტილიდან ზღვაზე რამდენიმე წუთში მოხვდებით. ქალაქში ყველა დონის სასტუმროების სიუხვეა (მათ შორის არის 5*-იც), ასევე შეგხვდებათ კაფეები, რესტორნები, ბარები, ღამის კლუბები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქალაქის პარკი, რომელიც ზღვის სანაპირომდე გრძელდება. მრავალწლოვანი ფიჭვნარი, აქ განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის, ჩრდილს უზრუნველყოფს და კარგი დასვენებისკენ განგაწყობს. ქობულეთთან ახლოს მდებარეობს გასართობი პარკი ,,ციცინათელა“, კინტრიშის ნაციონალური პარკი და პეტრას ციხე (მე-6 ს).

ძირითადი ატრაქციები

ნახეთ ამ ლამაზი ქალაქის ძირითადი ატრაქციები