როგორ გამოვიყენო ,,ბათუმი ქარდი“?

ბათუმი ქარდის გამოყენების წესი ძალიან მარტივია:

ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს, რომლზეც გაეცნობით სრულყოფილ ინფორმაციას „ბათუმი ქარდში“ შემავალ ობიექტებთან დაკავშირებით https://visitajara.com/ka/batumi-discount-card

ფასდაკლების გასააქტიურებლად, უბრალოდ, წარადგინეთ ბარათი, რომელზეც დართულია უნიკალური კოდი

მუნიციპალურ ტრანსპორტში ბარათის გამოსაყენებლად, შეახეთ ბარათი წამკითხველ ვალიდატორს

ბარათი მოქმედია 10 დღის ვადით და ფასდაკლება თითოეულ ობიექტზე ერთჯერადია (გარდა ავტობუსის ბარათისა)

ფასდაკლება ვრცელდება ერთ ან მეტ ადამიანზე.