როგორ მოვხვდე აჭარაში

თვითმფრინავით

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

რეგულარული ფრენები თბილისიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, კიევიდან, მინსკიდან და მოსკოვიდან. აგრეთვე, სეზონური ფრენები ვარშავადან და პეტერბურ...

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

რეგულარული ფრენები თბილისიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, კიევიდან, მინსკიდან და მოსკოვიდან. აგრეთვე, სეზონური ფრენები ვარშავადან და პეტერბურგიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (+995) 422 23 51 00
ვებ-გვერდი: www.batumiairport.com

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ფრენები ლონდონიდან, მოსკოვიდან, კიევიდან, ხარკოვიდან, ბერლინიდან, მილანიდან, ბუდაპეშტიდან, ვილნიუსიდან და ევროპის სხვა ბევრი ქალაქიდან.


ქუთაისიდან ბათუმში ჩამოსვლას ავტომობილით/ავტობუსით, სულ რაღაც 2 საათი სჭირდება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 431 23 70 00

ვებ-გვერდი: www.kutaisi.aero

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის თითქმის ყველა ქალაქიდან სრულდება პირდაპირი ფრენები. ასევე, მოსკოვიდან, სტამბოლიდან, თელ-ავივიდან, ბაღდადიდან, ქუვეითიდან.

ხოლო თბილისიდან ბათუმში მოხვედრა მარტივადაა შესაძლებელი მატარებლით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსითა თუ მსუბუქი ავტომობილით.  ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით  სრულდება რეგულარული ფრენები.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 322 31 03 41

ვებ-გვერდი: www.tbilisiairport.com 

ბათუმში მოხვედრა მარტივადაა შესაძლებელი სტამბოლის გავლითაც. სტამბოლიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღიურად სრულდება რეისები.

https://www.turkishairlines.com/

მატარებლით

აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შესაძლებელია თბილისის მიმართულებით მატარებლით მოგზაურობა, ხოლო თბილისიდან შემდეგ ბათუმის მიმართულებით მგზავრობა. ბაქოდან-თბილისის მიმართულებით რეისები სრულდება ყოველდღე...

აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შესაძლებელია თბილისის მიმართულებით მატარებლით მოგზაურობა, ხოლო თბილისიდან შემდეგ ბათუმის მიმართულებით მგზავრობა. ბაქოდან-თბილისის მიმართულებით რეისები სრულდება ყოველდღე. ერევანიდან-თბილისის მიმართულებით კი დღეგამოშვებით. ერევანიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის პირდაპირი რეისები სრულდება მხოლოდ ზაფხულში.

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით რეისები სრულდება ყოველდღიურად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 322 19 90 10;

ვებ-გვერდი: www.railway.ge

ავტობუსით / მიკრო ავტობუსით

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო ტრანსპორტით ბათუმში, აჭარაში მოხვედრა შესაძლებელია თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ევროპის ქვეყნებიდან ბათუმში ჩამოსასვლელად თურქეთის...

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო ტრანსპორტით ბათუმში, აჭარაში მოხვედრა შესაძლებელია თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ევროპის ქვეყნებიდან ბათუმში ჩამოსასვლელად თურქეთის ან რუსეთის გავლა მოგიწევთ.

ბორანით

ბათუმის მიმართულებით საზღვაო გზით მგზავრობა რუსეთიდან (სოჩა), უკრაინიდან (ილიჩევსკი) და ბულგარეთიდან (ბურგასი) არის შესაძლებელი. ძირითადი ტრანსპორტია კომეტა და ბორანი.

ბათუმის საზღვ...

ბათუმის მიმართულებით საზღვაო გზით მგზავრობა რუსეთიდან (სოჩა), უკრაინიდან (ილიჩევსკი) და ბულგარეთიდან (ბურგასი) არის შესაძლებელი. ძირითადი ტრანსპორტია კომეტა და ბორანი.

ბათუმის საზღვაო ნავსადგური
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 422 27 49 12;

ვებ-გვერდი: www.batumiport.com
მისამართი: გოგებაშვილის ქ. №3 / ბაქოს ქ. №15