გონიო ბათუმიდან 12 კმ-შია, ხოლო კვარიათი- 16 კმ-ში, ორივე დაბა საქართველო-თურქეთის საზღვართან და მდინარე ჭოროხთან ახლოს მდებარეობს.
გონიოში პლაჟები ფართოა, იქვე მოწყობილი სასეირნო ბილიკებით, კვარიათში - შედარებით პატარა, მაგრამ საკმაოდ მოსახერხებელი. აქ ზღვის წყალი განსაკუთრებულად სუფთა და კამკამაა, სანაპირო ძალიან ახლოსაა მთებთან, რაც დადებით გავლენას ახდენს მიკროკლიმატზე და დასვენებას ესთეტიურადაც სასიამოვნოს ხდის.
გონიო-კვარიათში ბევრი ზღვისპირა ვილის ტიპის სახლი შეგხვდებათ, აქ საოჯახო სასტუმრო სახლების ბიზნესიც ძალიან განვითარებულია. ამასთან, გონიოში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობა გონიო-აფსაროსის ციხე მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ მუზეუმი და ბევრი შეიტყოთ ამ ადგილების ისტორიის შესახებ.
ნახეთ ამ ლამაზი ქალაქის ძირითადი ატრაქციები