დელფინარიუმი

დელფინარიუმი ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე პირველად 1975 წელს ამოქმედდა. შემდეგ იყო 20 წლიანი პაუზა. 2011 წელს, კვლავ გაიხსნა და დღემდე უამრავ ვიზიტიორს პოზიტივით ავსებს.

დელფინების შოუ-პროგრამა ორენოვანია (ქართული, ინგლისური) და იმართება ნებისმიერ ამინდში. შოუს ხანგრძლივობა დაახლოებით 35 წუთია. წარმოდგენილია 30-მდე ნომერი.

შენობას აქვს პანდუსი და ლიფტი.

მისამართი: რუსთაველის ქ. №51, ბათუმის ცენტრალური პარკი

დელფინარიუმი და აკვარიუმი დროებით დაკეტილია!

 

დელფინების შოუ

ყოველდღე, ორშაბათის გარდა: 14:00; 16:00; 19:00 საათზე

ბილეთის ფასი: 14:00; 16:00 საათზე - 15 ლარი; 19:00 საათზე - 20 ლარი

ბავშვები 6  წლამდე - უფასო (თუკი არ საჭიროებენ ცალკე  დასაჯდომ ადგილს).

სალარო ღიაა 10:00-დან 19:30 საათამდე.

საკონტაქტო: +995 599 00 57 80; +995 595 33 58 61; +995 422 22 17 30


სხვა აქტივობები