საოჯახო მეღვინეობა „ვაელი“

20% კვება

საოჯახო  მეღვინეობა „ვაელი“, რომელიც  ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაიოში მდებარეობს,  მარანისა და საოჯახო სასტუმროს კომპლექსს წარმოადგენს. მარანი  ტრადიციული აჭარული სტილის ელემენტებით არის გაფორმებული და ერთდროულად 25 სტუმრის მიღება შეუძლია. ღვინის სახეობებიდან აქ შემოგთავაზებენ ცოლიკაურს, ჩხავერს,  რქაწითელსა და საფერავს. ასევე, შესაძლებელია სახლში გამოხდილი ჭაჭის, თაფლის არაყის და ტრადიციული კერძების დაგემოვნება. საოჯახო სასტუმროში სტუმრების მიღება ღამისთევით ერთდროულად 6 ადამიანზეა გათვლილი (3 ოთახი). 

 

როგორ მოვხვდეთ:

  • ბათუმი - ქედის ცენტრი №77 „ქედა“ მიკროავტობუსი. ქედის ცენტრიდან ტაქსით.
  • „შუახევი“ / „ხულო“  მიკროავტობუსი. ცენტრალური გზიდან 1.5 კმ ფეხით.

მის: ბათუმი, ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1

 

იცით თუ არა, რომ…

სოფელ ვაიოსკენ მიმავალ გზაზე თქვენ ნახავთ  წმინდა გიორგის სახელობის ზვარეს ეკლესიას, რომელიც კლდეზეა აშენებული და მდინარე აჭარისწყალს გადაჰყურებს. ეკლესია აგებულია თანამედროვე ეპოქაში.

 

შენიშვნა:

  • ფასდაკლება ვრცელდება 2 ადამიანის ღამისთევის შემთხვევაში (საუზმით);
  • ფასდაკლება მოქმედებს ღვინის შეძენისას / დეგუსტაცია უფასო.
  • წინასწარი ჯავშანი სავალდებულოა.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 09:00 - 23:00

სამშაბათი-პარასკევი: 09:00 - 23:00

შაბათი-კვირა: 09:00 - 23:00