იახტკლუბი

-15

აქტიური დასვენების მოყვარულებს, ბათუმის იახტკლუბი საზღვაო აქტივობების ფართო არჩევანს სთავაზობს:  იახტით ან დიდი სასეირნო გემით შუა ზღვაში გასეირნება, კატერზე დამაგრებული პარაშუტით ფრენა, ზღვის თხილამურები და გასაბერი ბანანი, დაივინგი, ჯომარდობა.

 

ბილეთის ფასი:

გასეირნება დიდი გემით, 30 წუთი - 10 ლარი

კატარღით გასეირნება, 1 საათი  - 180 ლარი (მაქსიმუმ 5 მგზავრი)

აფრიანი იახტით გასეირნება, 1 საათი - 180 ლარი (მაქსიმუმ 7 მგზავრი)

ძრავიანი იახტით გასეირნება, 1 საათი - 350 - 650 ლარი (მაქსიმუმ 18 მგზავრი)

პარაშუტით ფრენა, 7 წუთი  - 100 ლარი

ჰიდროციკლები, 10 წუთი - 50 ლარი (2 მგზავრი)

დაივინგი - 180 ლარი ერთი ადამიანი (ფასში შედის: ტრანსფერი,  ინსტრუქტორი, აღჭურვილობა).

 

როგორ მოვხვდეთ:

ავტობუსი: №1, №1ა, №10, №10ა, №15.

 

იცით თუ არა რომ...

შავ ზღვაში დელფინების სამი სახეობა გვხვდება: თეთრგვერდა, ანუ ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის აფალინა და შავი ზღვის ღორი. ზღვაში სასეირნოდ გასული გემების ირგვლივ ისინი თამამად დაცურავენ, ამიტომ სავსებით შესაძლებელია მათი ხილვის შანსი თქვენც მოგეცეთ.

 

შენიშვნა:

შემოთავაზებული სერვისების უმეტესობა სეზონურია და მხოლოდ ზაფხულშია ხელმისაწვდომი.

იახტკლუბის ტერიტორიაზე თავიანთ სერვისებს ასევე სთავაზობენ კერძო პირებიც. მათთან ბათუმი ქარდის ფასდაკლება არ მოქმედებს. ამრიგად გთხოვთ, წინასწარ გადაამოწმეთ, რომ მომსახურებას იახტკლუბის წარმომადგენლებისგან მიიღებთ.

დღე

დრო

ორშაბათი

24/7

სამშაბათი-პარასკევი

24/7

შაბათი-კვირა

24/7

მისამართი:

ი. გოგებაშვილის ქ. №5, ბათუმი

ტელეფონი:

+995 599 14 91 77