ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი

-100

ნორმალური ფასი: 3₾
სტუდენტი: 1₾
ბავშვი: უფასო (6 წლამდე)

მუზეუმი მდებარეობს შენობაში სადაც საუკუნის წინ განთავსებული იყო ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის "ბათუმის კანტორა". აქ მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გაეცნოს მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში  ბათუმში მოღვაწე უდიდესი ნავთობმაგნატების ნობელების, როტშილდების და მანთაშევის საქმიანობას და მოღვაწეობას, მუზეუმში დაცულია ძველი ბათუმის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ამსახველი არაერთი საინტერესო ექსპონატი. აქ თქვენ გაეცნობით ჩაის კულტურის ისტორიას; ლაო ჯინ–ჯაოს საინტერესო ბიოგრაფიას, ასევე ბათუმელი ფოტოგრაფების, ანტონოპულოს და ეგოროვის ფოტოებს.

 

როგორ მოვხვდეთ:

მუზეუმი ხელოვნების ცენტრისგან ცოტა მოშორებით მდებარეობს და მარტივი მისაგნებია მუნიციპალური ტრანსპორტით, რომელიც ზუსტად მუზეუმთან ჩერდება.  სამარშრუტო ტაქსების ნომრები: 20, 21, 28, 40, 49; ავტობუსები: №8, №10, №10ა.

 

იცით თუ არა რომ...

ბათუმის პირველი ფერადი ფოტო, რომელიც პროკუდინ გორსკის მიერ არის გადაღებული სწორედ ამ მუზეუმში ინახება.

 

შენიშვნა:

გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლება ვრცელდება მაქსიმუმ 3 ადამიანზე.

დღე

დრო

ორშაბათი

10:00-18:00

სამშაბათი-პარასკევი

10:00-18:00

შაბათი-კვირა

10:00-18:00

მისამართი:

ლესელიძის ქ. №3, ბათუმი

ტელეფონი:

+995 577 29 99 63