საოჯახო სასტუმრო „მარანი“

20% კვება

საოჯახო სასტუმრო „მარანი“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მდებარეობს. აქ მევენახეობა საკმაოდ განვითარებული და გავრცელებული დარგია, ამიტომ ეს ოჯახიც ღვინის წარმოებით არის დაკავებული. ,,მარანში“ დააგემოვნებთ ღვინის შემდეგ სახეობებს: ალადასტური, ჩხავერი და ცოლიკაური. საოჯახო სასტუმროს ერთდროულად 10 სტუმრის მიღება შეუძლია ღამისთევით (6 ოთახი). დიასახლისი ტრადიციული აჭარული კერძების მასტერკლასს შემოგთავაზებთ, რომელიც  ეზოში ცალკე მდებარე დამხმარე სამზარეულოსა და ფანჩატურში ჩატარდება.

 

როგორ მოვხვდეთ:

  • ბათუმი - ქედის ცენტრი №77 „ქედა“ მიკროავტობუსი. ქედის ცენტრიდან ტაქსით.
  • „შუახევი“ / „ხულო“ მიკროავტობუსი. ცენტრალური გზიდან 1.5 კმ ფეხით.

ბათუმი, ძველი ავტოსადგური მის: მაიაკოვსკის ქ. №1

 

იცით თუ არა რომ...

ვაიოსკენ მიმავალ გზაზე თქვენ ნახავთ  წმინდა გიორგის სახელობის ზვარეს ეკლესიას, რომელიც კლდეზეა აშენებული და მდინარე აჭარისწყალს გადაჰყურებს.  ეკლესია აგებულია თანამედროვე ეპოქაში.

 

შენიშვნა:

  • ფასდაკლება ვრცელდება 1 ადამიანის ღამისთევის შემთხვევაში (სამჯერადი კვება);
  • ფასდაკლება მოქმედებს ღვინის შეძენისას / დეგუსტაცია უფასოა;
  • წინასწარი ჯავშანი სავალდებულოა.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 24/7

სამშაბათი-პარასკევი: 24/7

შაბათი-კვირა: 24/7