კინოთეატრი აპოლო

15% ატრაქციები

ბათუმში პირველი კინოთეატრი 1910 წელს, სწორედ ამ შენობაში გაიხსნა და მისი პირვანდელი სახელწოდებაც "აპოლო" გახლდათ. რეაბილიტაციის შემდეგ, ისტორიულ შენობას არამარტო ძველი სახელი, არამედ პირვანდელი იერსახეც დაუბრუნდა. „აპოლოს“ დარბაზი 160 მაყურებელზეა გათვლილი. კინოთეატრი მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში და ყოველ ხუთშაბათს მაყურებელს სთავაზობს მსოფლიო პრემიერებს. ჩვენება მიმდინარეობს ორიგინალ და ქართულ ენებზე.

 

როგორ მოვხვდეთ:

ავტობუსი №1, №1ა,  №10, №10ა, №15. დრამატულ თეატრთან მდებარე გაჩერება, რუსთაველის ქუჩა.

 

 იცით თუ არა რომ...

უკვე წლებია, კინოთეატრი აპოლო ბათუმის საავტორი კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) ჩვენებების ძირითადი ლოკაციაა. კინომოყვარულებისთვის საყვარელი კულტურული ღონისძიება ყოველწლიურად, სექტემბრის მეორე ნახევარში იმართება.

 

შენიშვნა:

ყოველ ოთხშაბათს, კინოთეატრში მოქმედებს აქცია „სუპეროთხშაბათი“ და ბილეთები იყიდება 5 ლარად. აღნიშნულ დღეს და ასევე შეღავათიან ტარიფებზე, ბათუმი ქარდის ფასდაკლება არ მოქმედებს.

ბათუმი ქარდის ფასდაკლება ასევე არ მოქმედებს კინოთეატრის ბარში.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 11:00-22:00

სამშაბათი-პარასკევი: 11:00-22:00

შაბათი-კვირა: 11:00-22:00