ბათუმველო

-20

ნორმალური ფასი: 20₾

ბათუმველო ქალაქში 2011 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ბათუმის, განსაკუთრებით კი ზღვისპირა ზოლის ვრცელი ტერიტორიის, დათვალიერების სწრაფ და პოპულარულ საშუალებად იქცა. ბათუმველო საშუალებას გაძლევთ აიყვანოთ ველოსიპედი ერთი ტერმინალიდან და შემდეგ დააბრუნოთ თქვენთვის ხელსაყრელ, ნებისმიერ ადგილას, უახლოეს ტერმინალთან. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საკუთრებაში გადმოგეცემათ ველო-ბარათი, რის შემდეგ ველოსიპედებით სარგებლობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.

 

ბილეთის ფასი

1 წლიანი ბარათი: 20 ლარი, საიდანაც 10 ლარი დეპოზიტზე აისახება (1 საათი - 2 ლარი).

 

როგორ მოვხვდეთ

ავტობუსი №1, №1ა, №10, №10ა, №15. დრამატულ თეატრთან მდებარე გაჩერება, რუსთაველის ქუჩა.

 

 იცით თუ არა რომ...

ბათუმში, ყოველი თვის ბოლო პარასკევს, 20:00 საათზე, იმართება ველო მსვლელობა - „Critical Mass Batumi”. მსვლელობა იწყება და სრულდება ანბანის კოშკთან.

 

შენიშვნა:

ბათუმველოს ბარათის შესაძენად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.

დღე

დრო

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი-პარასკევი

09:00-18:00

შაბათი-კვირა

09:00-18:00

მისამართი:

ნინოშვილის ქ. №2, ბათუმი

ტელეფონი:

+995 577 37 76 76