საბაგირო გზა არგო

10% ატრაქციები

საბაგირო გზა ბათუმის ცენტრს ანურიის მთასთან (250მ.) აკავშირებს, საიდანაც იშლება ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მთების ულამაზესი ხედები. გზის სიგრძე 2 586 მეტრია, მასზე მუდმივად მოძრაობს 8 ადგილიანი 20 გონდოლა. ერთი მიმართულებით გზის დაფარვას სჭირდება დაახლოებით 10 წუთი. საბაგიროს ბოლო გაჩერება - ანურიის მთაზე მოქმედებს რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ხედებითა და დააგემოვნოთ  ქართული ტრადიციული კერძები.

 

როგორ მოვხვდეთ:

ავტობუსი: №1, №1ა, №4, №10, №10ა.

მიკროავტობუსი: №31, №36, №40, №44, №45.

 

შენიშვნა:

გაითვალისწინეთ ამინდის მდგომარეობა, ქარიან ამინდში საბაგირო აჩერებს მუშაობას.

 

სამუშაო საათები

ორშაბათი: 11:00–19:00

სამშაბათი-პარასკევი: 11:00–19:00

შაბათი-კვირა: 11:00–19:00