ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი 1994 წლიდან ფუნქციონირებს და აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მრავალ საინტერესო ექსპონატს გვთავაზობს. მუზეუმის პრიორიტეტს აჭარის მხარის წარმოჩენა წარმოადგენს. მუზეუმს აქვს ორი საექსპოზიციო დარბაზი: მუდმივ მოქმედი სამეცნიერო-პოპულარული ექსპოზიცია და ოქროს საგანძურის გამოფენა.
როგორ მოვხვდეთ:
არქეოლოგიური მუზეუმი ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასთან მდებარეობს და მარტივი მისაგნებია მუნიციპალური ტრანსპორტითაც. ავტობუსის გაჩერება, სწორედ, მუზეუმის მოპირდაპირედაა.
სამარშრუტო ტაქსების ნომრები: №30, №34, №40, №44, №46, №47
ავტობუსები: №8, №16.
შენიშვნა:
ფასდაკლება მოქმედებს როგორც სოლო ასევე საოჯახო ბილეთებზე.