კანიონინგი

აღწერა

უჩხოს კანიონი მდებარეობს ზემო აჭარაში, სოფელ უჩხოში. კანიონის საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 1750მეტრს. კანიონის სრული სიმაღლე ზღვის დონიდან 1200 მეტრია, სიმაღლეთა სხვაობა 550 მეტრს შეადგენს.

 უჩხოს კანიონის სტრუქტურული აგებულება და წყლის დებეტი იძლევა საუკეთესო საშუალებას აჭარაში კანიონიგის   განვითარებისთვის. კანიონი გამორჩეულია სხვადასხვა სირთულის ჩანჩქერების კასკადებით. მოგზაურებს ჯამში  12 სხვადსხვა სიმაღლის ჩანჩქერი ხვდება, რომელთაგანაც უმაღლესი 40 მეტრი სიმაღლის არის.

უჩხოს მიმართულება არის  პირველი კანიონიგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს.

 

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხდეთ: მიკრო ავტობუსი ბათუმი-უჩხო, ბათუმი-ხულო. გასვლის ადგილი: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ.№1.

გალერეა


სხვა აქტივობები