კემპინგი

აღწერა

მტირალას ეროვნული პარკი:

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 16 ათას ჰექტარზე გაშლილი პარკი საქართველოში ყველაზე ნოტიო ჰავით ხასიათდება. პარკის ტერიტორიაზე შემორჩენილია უიშვიათესი  მცენარეები და ცხოველები, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. პარკის ტერიტორიაზე შემუშავებულია ორი, წაბლნარას 7 კილომეტრიანი, მარტივი სირთულის და ცივწყაროს 16 კილომეტრიანი, საშუალო სირთულის ტურისტული მარშრუტი.
სერვისები  და ფასები:
კარავი - 10 ლარი, საკარვე ადგილი - 5 ლარი, ზურგჩანთა - 5 ლარი, საძილე ტომარა - 5 ლარი, პარალონი - 5 ლარი, საპიკნიკე მაგიდა 5 ადამიანზე - 10 ლარი, სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5 ლარი, ხოლო 10 ადამიანზე - 15 ლარი, სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 10 ლარი.
აქტივობა:
ზიპ-ლაინი, კემპინგი, თოკების პარკი, კვადრო ტური, ცხენების ტური.
სველი წერტილი: კი
ინტერნეტი: არა
საკონტაქტო: 
ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი - თეონა გვიანიძე
(+995) 577 10 18 89; ელ-ფოსტა:  teogvianidze@gmail.com
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-ჩაქვისთავი (მტირალას ვიზიტორთა ცენტრი)
სიხშირე: ორშაბათი, პარასკევი, ხანგრძლივობა: 45 წთ
საფასური: ბათუმიდან -  3 ლარი; ჩაქვიდან - 2 ლარი.
გასვლის ადგილი: ბათუმის ავტოსადგური
გასვლის დრო:  08:00 / 17:50  დაბრუნების დრო: 09:30 / 19:00
მიკროავტობუსი ბათუმი - ხალა (მტირალას ვიზიტორტა ცენტრამდე 7 კმ)
სიხშირე: ყოველდღე
გასვლის დრო: 08:30;11:30;14:30;17:50 დაბრუნების დრო: 09:20; 12:20; 15:20; 18:30
მგზავრობის ფასი: 1ლარი   ტაქსი: 80-100 ლ

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი:


ბათუმის ბოტანიკურ ბაღი, ქ.ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარეობს
სერვისები და ფასები:
ტურისტებისთის -15 ლარი, საქ. მოქალაქისთვის - 8ლ, სტუდენტი / პენსიონერი - 2ლ, 10-დან 16 წლამდე მოსწავლეები -1ლ, ბავშვები 10 წლამდე-უფასო (როგორც საქ.მოქალაქეები, ასევე უცხოელები) ,ელექტრომობილი: 5ლ, მთლიანი ტრანსპორტი: 60ლ (8 ადგილი)
აქტივობა:
მაყალი, წყლის ონკანი. საპიკნიკე ადგილები. ბოტანიკურ ბაღში საპიკნიკე ადგილი მდებარეობს კავკასიურ (ერთი მაგიდა 8 პერსონაზე, წყალი, მაყალი) და ამერიკულ განყოფილებაში (2 მაგიდა, წყლის ონკანი,მაყალი.)
სველი წერტილი: კი
ინტერნეტი: არა
საკონტაქტო: 0422 27 00 33 / 24 62 33
ტურისტული მომსახურეობის კოორდინატორი:
ლევან ლეონიძე: (+995) 577 10 16 06  lleonidze@bbg.ge
როგორ მოვხვდეთ:
ბათუმიდან: ფანავაზ მეფის ქუჩა:  N31 სამარშუტო ტაქსი,
რუსთაველის ქუჩა: N8, N10, N10ა ავტობუსი;
ქობულეთიდან: სამარშუტო ტაქსი:"ქობულეთი-ბათუმი" ჩაქვის ცენტრალურ ტრასამდე; ტრასიდან კილომეტრ-ნახევარი ფეხით სავალი  (15 წთ.)

 

კინტრიშის ეროვნული პარკი:


კინტრიშის ეროვნული პარკი მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის,ბათუმიდან 55 კილომეტრის, ხოლო ქობულეთის ცენტრიდან 24 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
სერვისები და ფასები:
საპიკნიკე ადგილი - 15 ლარი 1 დღე, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის 10 ლარი. საკარვე ადგილი 5 ლარი, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის 3 ლარი.
აქტივობა:
კემპინგი, ასევე შესაძლებელია ცხენებით ჯირითი.
სველი წერტილი: კი
ინტერნეტი: არა
საკონტაქტო:
ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი - ნანა ნოღაიდელი
(+995) 577 59 21 12; ელ-ფოსტა: n.noghaideli@gmail.com
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსით ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით,
განრიგი: 08:00-23:00, ფასი: 2 ლარი.
მის: კათოლიკური ეკლესიის ეზო.

 

შუამთა:


მანძილი ბათუმიდან: 20 კმ, ზღვის დონიდან 2 148მ.
აქტივობა:
აქ განლაგებულია საქანელები,საპიკნიკე ზონა, შესაძლებელია კარვების გაშლა და კემპინგი.
სველი წერტილი: კი
ინტერნეტი: არა
როგორ მოვხვდეთ:
მუნიციპალური ტრანსპორტი სოფელ შუამთის (ჩაისუბნის მიმართულებით),
განრიგი: დილის 10:00-დან 3 საათში ერთხელ.
გასვლის ადგილი: ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

 

ჩირუხი:


მანძილი ბათუმიდან: 100 კმ
აქტივობა:
საქანელა, კოცონის დასანთები ადგილი, კემპინგი,საპიკნიკე მაგიდა, ჰამაკი, კარვის გაშლა.
სველი წერტილი: არა
ინტერნეტი: არა
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-შუბანის მიმართულებით, განრიგი: 10:00, 13:00, გასვლის ადგილი: ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.
შემდეგ მიკროავტობუსი შუბანი-ჩირუხი, განრიგი: სამშაბათი და შაბათი.

 

კაპნისთავი:


მანძილი ბათუმიდან: 20 კმ
აქტივობა:
კარვების გაშლა,კემპინგი, ჰამაკები, საქანელები, კოცონის დანთება. ჩანჩქერები, ულამაზესი საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნურად შექმნილი აუზები, უძველესი წისქვილები, ღვინის მარანი, ღია მუზეუმი.
სველი წერტილი: არა
ინტერნეტი: არა
როგორ მოვხვდეთ:
ტაქსით და კერძო ავტომობილით.

გალერეა


სხვა აქტივობები