ტბაზე ნავით გასეირნება

აღწერა

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს „ბათუმის ცენტრალური პარკი”. აქ წარმოდგენილია ნურიგელის ტბა, რომლის ფართობიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ნავით გასეირნების მომსახურებით.

ტბა ზღვიდან 130 მეტრითაა დაშორებული და მისი სიღრმე 7-8 მეტრს აღწევს. მასში გასეირნება უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მიმდინარეობს.

 

ბათუმის ცენტრალური პარკი:

ხანგრძლივობა: 30 წუთი 

ფასი: 20 ლარი

საკონტაქტო: (+995) 599 46 34 34 

 

გარდა ამისა, ტბაზე ნავით გასეირნება შესაძლებელია ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბაზე:

ოთხადგილიანი ნავი: 30 წუთი   ფასი: 5 ლარი

კატამარანი ნიჩბებით: 30 წუთი  ფასი: 5 ლარი

15-20 ადგილიანი ნავი: 1- 2  საათი   ფასი: 50 ლარი 

საკონტაქტო: (+995) 551 09 82 91

როგორ მოვხვდეთ

1) ბათუმის ცენტრალური პარკი:

მისამართი: რუსთაველის ქ. №51,

ავტობუსი: №1, №1ა, №10, №10ა.

 

2) ბათუმი-ხულო

 გასვლის დრო: 08:00-18:00

მისამართი: ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ.№1

გალერეა


სხვა აქტივობები