ცხოვრება ცხრა მთას იქით

თუ განსხვავებული კულტურები და ცხოვრების სტილი შენთვის საინტერესო და ღირებულია, ყოველთვის ცდილობ რაც შეიძლება მეტი გაიგო ახალი ადგილების და  ცხოვრების განსხვავებული დინამიკის შესახებ, მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა.

 

აჭარის ბუნება და კულტურა ნებისმიერ სეზონზე ვიზიტისთვის ძალიან ბევრ მიზეზს გვაძლევს. ცხრა მთას იქითაც კი, სადაც შეიძლება იფიქრო, რომ არაფერი საინტერესო ხდება, ცხოვრება ჩქეფს და მთებზე გადმოიღვრება.

 

ცხრა მთას იქით იაილებია - საზაფხულო საძოვრები, რომლებიც ზემო აჭარის კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ და შეუცვლელ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ყოველ ზაფხულს იაილები სოფლის ტურიზმით დაინტერესებულ ათასობით ადამიანს მასპინძლობს.

 

აქ ცხოვრების სულ სხვა დინამიკასა და სტილს ვხვდებით. იაილების მკვიდრები მაისის თვეში ოჯახებთან ერთად დროებით ტოვებენ საკუთარ სახლებს ზემო აჭარაში და საცხოვრებლად მთებში გადადიან. მომთაბარე ცხოვრების მთავარ მოტივს ზამთრისთვის საკვების, ძირითადად რძის პროდუქტებისა და თაფლის შეგროვება წარმოადგენს.  

 

ეს ადგილები გარესამყაროსგან მოწყვეტილია, ამიტომ აქ ვერ ნახავთ სუპერმარკეტებს, შესაბამისად გასტრონომიაც და გემოებიც განსხვავდება. ყველაფერი მხოლოდ ნატურალური, საკუთარი ხელებით შექმნილი და დამზადებულია. კავშირგაბმულობაც რთულად იჭერს, ამიტომ ტელევიზორის ყურება დიდი, უიშვიათესი ფუფუნებაა და ტელეფონიდან ზარის განსახორციებლადაც მოგიწევთ იპოვნოთ შესაბამისი წერტილი.

 

მემთეური ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ სახლში ჭიქა ყავაზე, მაწონზე ან კაიმაღზე მიგიპატიჟებენ. თქვენც გირჩევდით, რომ არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან და პირი ნატურალური პროდუქტით ჩაიტკბარუნოთ.

 

აქ ყველაფერს ერთად აკეთებენ. ხშირად ნახავთ მეზობელ ქალებს, რომლებიც პირუტყვს ერთად მიერეკება საძოვრებზე, ბავშვებს, რომლებიც ერთ ჯგუფად შეკრულები ცდილობენ საკუთარი ხელებით შექმნან სათამაშოები, ან გამოიგონონ ახალ-ახალი თავშესაქცევები.

 

აღმოაჩინე ახალი კულტურა 9 მთას იქით! გელოდებით იაილებში!

სხვა პოსტები

ხიხანის ციხე - მწვან...

თუ ის ხარ, ვინც ყოველთვის ცდილობს დააგროვოს ახალ-ახალი შეგრძნებები, თავგადასავლები და ვინც...

თხილვანის მენჰირი

თხილვანის მენჰირი (რკინის ხანა, ძვ.წ. VIII-VIIს.)   როდესაც ისტორის დუმს, ქვები ლაპ...

ხაბელაშვილების ხის თ...

თუ კი ვინმე გეტყვით, რომ აჭარაში ყველგან ქვის თაღოვანი ხიდებია, თამამად შეგიძლიათ ცრუპენტე...

ღვინო

ღვინო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დღეში  ერთი ჭიქა ღვინის...

აჭარული სამზარეულო გ...

ქართული სამზარეულოს და სუფრის გამორჩეული ტრადიციები ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რაც ტურისტებს ჩვენს ქვ...

„ეს სიმღერა ძველებუ...

  „სიმღერას ნუ დამინგრევ და თუ გინდა სახლი დამინგრიეო“ - იტყოდა აბდულ ბო...

კალოთის სამსხვერპლო

აჭარაში ბევრი მეჩეთი და ეკლესიაა. თუმცა, ვინაიდან ხალხი აქ ჯერ კიდევ ქრისტეს და მით უფრო, ...