ღვინო

ღვინო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დღეში  ერთი ჭიქა ღვინის მირთმევას შეუძლია მრავალი დაავადებისგან განგკურნოთ. ზომიერად მიღებული ღვინო ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აძლიერებს იმუნიტეტს.

 

საქართველო უძველესი  ღვინის  მწარმოებელი ქვეყანაა, რასაც 8 ათასი წლის წინ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები და ანტიკური ხანის ღვინის ჭურჭელი ადასტურებს. ღვინის ქვევრში დაყენების საქართველოსთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

 

ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში. IV საუკუნის დასაწყისში  წმინდა ნინომ ვაზისგან საკუთარი თმით შეკრა ჯვარი  და ასე  იქადაგა ქრისტიანობა ივერიაში.

 

ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს მაღალმთიან აჭარაშიც დღემდე იყენებენ. ეს არის ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი, რომელიც აღიარებულია, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო და  ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიად.

 

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია ადგილობრივი ვაზის  ჯიშების თვალსაზრისით. ასი  წლის წინ აჭარის ვაზების 100% ხეებზე იყო გაშვებული. დღესდღეობით საქართველოს მევენახეობის ათ რეგიონში  530-მდე ვაზის ჯიშის არსებობაა დადასტურებული. ჯიშების მრავალფეროვნებით ყველაზე მეტად კახეთის რეგიონი გამოირჩევა. აჭარაში კი  52 ვაზის ჯიშის არსებობა დასტურდება, აქედან უმეტესობა წითელია.

 

ყოველ რეგიონს თავისი ვაზის ჯიშები აქვს, რაც განსხვავებული ჰავით არის განპირობებული. აჭარაში მეღვინეობის კერად მიჩნეულია ბუნებითა და ისტორიული-კულტურული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული მუნიციპალიტეტი-ქედა. აქ გავრცელებული ღვინის სახეობებია ქედის ცოლიკაური და ჩხავერი, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ქართველ და უცხოელ მომხმარებლებში. თუმცა რეგიონში ოდითგანვე არაერთი ადგილობრივი ჯიში ყოფილა, რომლებიც დღესაც მოჰყავთ. ესენია: საწურავი, ტაგიძურა, ბროლა, ხოფათურა, შავშურა, ჭოდი, თეთრი კაიკაციშვილისეული, ბათომურა და სხვ.

 

აჭარაში ათამდე  საოჯახო თუ სხვა ტიპის მარანია, რომლებიც ადგილობრივ  ღვინოებს აწარმოებენ,  აქტიურად იღებენ სტუმრებს და სხვადასხვა ტიპის მომსახურეობას სთავაზობენ. ღვინის ტურის ფარგლებში ღვინის დაგემოვნების გარდა გაისეირნებთ ვენახებში, დაესწრებით კულინარიულ მასტერკლასებს, მონაწილეობას მიიღებთ  ყურძნის კრეფის, ფელამუშის მომზადების და ჩურჩხელის ამოვლების პროცესში.

სხვა პოსტები

ხიხანის ციხე - მწვან...

თუ ის ხარ, ვინც ყოველთვის ცდილობს დააგროვოს ახალ-ახალი შეგრძნებები, თავგადასავლები და ვინც...

თხილვანის მენჰირი

თხილვანის მენჰირი (რკინის ხანა, ძვ.წ. VIII-VIIს.)   როდესაც ისტორის დუმს, ქვები ლაპ...

ხაბელაშვილების ხის თ...

თუ კი ვინმე გეტყვით, რომ აჭარაში ყველგან ქვის თაღოვანი ხიდებია, თამამად შეგიძლიათ ცრუპენტე...

აჭარული სამზარეულო გ...

ქართული სამზარეულოს და სუფრის გამორჩეული ტრადიციები ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რაც ტურისტებს ჩვენს ქვ...

ცხოვრება ცხრა მთას ი...

თუ განსხვავებული კულტურები და ცხოვრების სტილი შენთვის საინტერესო და ღირებულია, ყოველთვის ცდილობ რაც ...

„ეს სიმღერა ძველებუ...

  „სიმღერას ნუ დამინგრევ და თუ გინდა სახლი დამინგრიეო“ - იტყოდა აბდულ ბო...

კალოთის სამსხვერპლო

აჭარაში ბევრი მეჩეთი და ეკლესიაა. თუმცა, ვინაიდან ხალხი აქ ჯერ კიდევ ქრისტეს და მით უფრო, ...