ფრინველებზე დაკვირვება

აღწერა

აჭარის რეგიონი, მსოფლიოს მასშტაბით, მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და საპატიო მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შემდეგ. აჭარის ცაზე  ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება, რომელთა სიმრავლეს რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს.

ფრინველებზე დაკვირვების კუთხით, ქობულეთი   ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია, რომლის  სოფლები სახალვაშო და ჩაისუბანი საუკეთესო ადგილებია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირების, მათი აღრიცხვისა და შესწავლისთვის. აქ მოწყობილია ფრინველებზე დაკვირვების სპეციალური  პლატფორმები, მათთან მიმავალი ბილიკები კი მარკირებულია. გარდა ამ ორი სოფლისა, რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში, ჭოროხის დელტასა და ისპანის ტორფნარზე.

ყოველი წლის სექტემბერში, აჭარაში, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იმართება.* ფესტივალის ფარგლებში ეწყობა გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული და ქართველი სპეციალისტების მიერ, ასევე გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებზე. ფესტივალში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

როგორ მოვხვდეთ

 

მიკროავტობუსი ბათუმი-სახალვაშო
გადის ყოველ დღე. გასვლის დრო: 08:30;11:30;14:30;17:00;18:30;20:00
დაბრუნების დრო: 9:00;12:00;15:00;17:30;19:00;20:30
ფასი: 1 ლარი.

ჭოროხის დელტა
ჭოროხის დელტის მიმართულებით  მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმი-გონიო ან ბათუმი-სარფი: ავტობუსები №16/17 და მიკროავტობუსი №88.

გალერეა


სხვა აქტივობები