ბათუმის ფასდაკლების ბარათი

ბათუმი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც შექმნილია აჭარაში მოგზაური ტურისტების მაქსიმალური კომფორტისთვის.

ბათუმის ფასდაკლების ბარათი

ბათუმი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც შექმნილია
აჭარაში მოგზაური ტურისტების მაქსიმალური კომფორტისთვის.

Image-1

რა არის ბათუმი ქარდი?

ბათუმი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც შექმნილია აჭარაში მოგზაური ტურისტების მაქსიმალური კომფორტისთვის, მოკლე დროში მეტი ტურისტული ობიექტის მონახულებისა და ნაკლები ხარჯის გაწევის ხელშეწყობის მიზნით.

  • 10 უფასო მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით
  • უფასო სიმ-ბარათი (*1 GB ინტერნეტი)
  • 40% მდე ფასდაკლებები სხვა ობიექტებზე

ფასდაკლებები

ხშირად დასმული კითხვები

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შესაძლებელია სიმ-ბარათის/ სამგზავრო ბარათის მიღება სრულიად უფასოდ. მიღებულ სიმ-ბარათზე არ ირიცხება ბალანსი, თუმცა ანგარიშის დარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატიდან. ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში არ არის შესაძლებელი ავტობუსის ბარათის შეძენა. თუმცა მსურველებს საშუალება აქვთ შეიძინონ ფასდაკლების ბარათი - ბათუმი ქარდი, რომელსაც თან მოჰყვება სამგზავრო ბარათი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის 10 ბილეთით.

ერთზე მეტი ადამიანისათვის ბათუმი ქარდით სარგებლობა შესაძლებელია იმ ობიექტებზე, რომელთაც შესაბამისი წინაპირობა აქვთ, მაგალითად: კვების ობიექტების შემთხვევაში ფასდაკლება ვრცელდება ერთ მაგიდაზე ადამიანთა რაოდენობის მიუხედავად, განთავსების ობიექტების შემთხვევაში 1 ნომერზე. ავტობუსის ბარათით სარგებლობა შესაძლებელია ერთზე მეტი ადამიანისათვის, ამისათვის კი გადახდის ოპერაცია უნდა გაიმეოროთ ადამიანთა რაოდენობის შესაბამისად.

ბათუმი ქარდის შეძენის პროცედურა ძალიან მარტივია, როგორც ტურისტულ საინფორმაცო ცენტრებში, ასევე ვებ-გვერდის საშუალებით. ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ბათუმი ქარდის შეძენა შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ვებ-გვერდიდან ბათუმი ქარდის შეძენის დროს საჭიროა შემდეგი ინფორმაციის მითითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკრედიტო ბარათის დეტალები.
Image-1
სხვა კითხვები

საკონტაქტო ინფორმაცია