ბათუმი

ბათუმი - საქართველოს საზღვაო ტურისტული ზონის ცენტრი და მთელი შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მთავარი ქალაქია. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ბრენდული, ქსელური თუ სხვა დაბალბიუჯეტური სასტუმროების ხელმისაწვდომობა, ქალაქის სტუმრებს საშუალებას აძლევთ დრო სასიამოვნოდ გაატარონ, ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის კაზინოთიც.

ბათუმში საცურაო სეზონი ძირითადად მაისის ბოლოს იხსნება, როდესაც ზღვის წყლის ტემპერატურა 18 °C-ს აღწევს. სეზონის პიკში ზღვა +27 °C -მდე თბება. ზაფხულის თვეებში ჰაერის ტემპერატურა +24°C / +30°C -ია (ზოგჯერ მეტიც). ბათუმში ბევრი კაფე თუ რესტორანია, რომელიც ტრადიციულ-ქართულ თუ უცხოურ სამზარეულოს შემოგთავაზებენ, ასევე ფუნქციონირებს ორი ,,მაკდონალდსი“.ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები  თავმოყრილია ძველ ბათუმსა და ბათუმის ბულვარში.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 7 კმ.-ში მდებარეობს, რკინიგზის სადგური 3,5 კმ.-ში, საზღვაო ნავსადგური, ისევე როგორც ძველი და ახალი ავტოსადგურები ქალაქის განაპირას მდებარეობენ.

ბათუმის პლაჟი-რამდენიმე კილომეტრით მიუყვება შავ ზღვას, რომლის სხვადასხვა წერტილში 5-15 წუთში მოხვდებით ფეხით ან მანქანით. აქ შეგიძლიათ იქირავოთ შეზლონგი, პლაჟის ქოლგები, ისარგებლოთ ღია საშხაპეებით. სამაშველო სამსახური მთელ სანაპირო ზოლში ფუნქციონირებს. რაკი პლაჟები პირდაპირ ბათუმის ბულვარზე მდებარეობენ, ზღვაში გაგრილების ან რუჯის მიღების შემდეგ, შეგიძლიათ წიწვოვანი ხეების ჩრდილს შეეფაროთ, გაისერნოთ, უბრალოდ სკამზე დაისვენოთ, ჩამოსხდეთ კაფესა თუ ბუნგალოში ან ღამის კლუბს ესტუმროთ. ცალკე უნდა აღინიშნოს საღამოს სერნობაზე ბულვარის პრომენადებზე. ეს ბათუმში ჩამომსვლელი ყველა ტურისტის თუ ადგილობრივის საყვარელი გასართობია. 7 კმ. სიგრძეზე გადაჭიმულია სასეირნო ზონა-პრომენადი, რომელსაც პარალელურად ზუსტად ამდენივე სიგრძის საველოსიპედე გზა მიუყვება.

ძირითადი ატრაქციები

ნახეთ ამ ლამაზი ქალაქის ძირითადი ატრაქციები