ბათუმი პიაცა

აღწერა:  
ბათუმის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათად ქცეული პიაცა  ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანია საქართველოში, რომელიც  ძველი ბათუმის მოედნის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ იმართება მასშტაბური კონცერტები, კულტურული და გასართობი ღონისძიებები. მოედანი გამოირჩევა როგორც თავისი მოხატულობით, ასევე მოზაიკითა და ვიტრაჟის საუცხოო ნიმუშებით. პიაცას ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, სადაც საღამოობით შესაძლებელია ცოცხალი მუსიკის მოსმენა.

სამუშაო საათები:
24/7


სერვისები და ფასები:
ერთ სივრცეში თავმოყრილია სრულყოფილი დასვენებისთვის საჭირო ყველა
ელემენტი: ცოცხალი მუსიკა, გართობა, კვება, განთავსება.

როგორ მოვხვდეთ:
ავტობუსი - №1, №1ა, №10, №10ა გოგებაშვილის ქუჩიდან,
მიკროავტობუსი -№31, №40, №44, №45 ჭავჭავაძის ქუჩიდან.
შემდეგ საჭიროა 5 წუთი ფეხით გადაადგილება უშუალოდ პიაცამდე მისასვლელად.