საბაგირო გზა - არგო

აღწერა:
საბაგირო გზა ბათუმის ცენტრს აკავშირებს ანურიის მთასთან (250 მ.), საიდანაც ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მთების ულამაზესი ხედები იშლება. გზის სიგრძე 2586 მეტრია, მასზე მუდმივად მოძრაობს ოცი რვაადგილიანი გონდოლა. გზის დაფარვას   ერთი მიმართულებით დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. საბაგიროს ბოლო გაჩერებაზე- ანურიის მთაზე მოქმედებს რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ხედებით და დააგემოვნოთ  ქართული ტრადიციული კერძები.

სამუშაო საათები:
ყოველდღე, 11:00 – 22:00.

სერვისები და ფასები:
საბაგიროთი მგზავრობის საფასურია 25 ლარი, 5-დან 12 წლამდე ბავშვებისათვის 5 ლარი, ხოლო 5 წლამდე ბავშვებისათვის უფასოა.  ანურიის მთაზე წარმოდგენილია რესტორანი „არგო“ დახურული სივრცითა და ტერასით, ასევე ღვინისა და სუვენირების მაღაზიები.

როგორ მოვხვდეთ:
ავტობუსი: №1, №1ა, №4, №10, №10ა;
მიკროავტობუსი: №31, №40, №44, №45.

კონტაქტი:
(+995) 593 35 29 08.