ალპური ბაღი

აღწერა

აღწერა:

ალპური ბაღი ხულოში, ზღვის დონიდან 1960 მ. სიმაღლეზე, გოდერძის უღელტეხილიდან 3 კმ.-ში მდებარეობს.  ეს ადგილი ერთ- ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძისა და მწვანე ტბის მარშრუტებზე. მისი მონახულება შეუძლიათ კურორტ გოდერძის ან ბეშუმის დამსვენებლებს. ბაღის სტუმარი იხილავს 10 ჰა-ზე თავმოყრილ მცენარეთა 161  სახეობას, ჯარას თაფლის წარმოების უნიკალურ მეთოდს და ქვის ბაღს-როკარიუმს. ბაღში შესვლა უფასოა. გოდერძის ალპური ბაღის მისიაა ხელი შეუწყოს მაღალმთიანი აჭარის მცენარეთა კოლექციის თავმოყრას ერთ სივრცეში, მათი კონსერვაცია, დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.

ზაფხულში, როდესაც ალპური მდელოები მწვანე, ხასხასა ბალახითა და ფერადი, უცხო ყვავილებით იფარება, იქვე მდებარე იაილებზე პატარა, ხის სახლები მემთეურებით ივსება, რომლებთაც საქონელი ამოჰყავთ ზაფხულის საძოვრებზე და ოჯახთან ერთად შემოდგომამდე აქ რჩებიან.

აქტივობები

კარვების გაშლა, პიკნიკი.

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი ბათუმი-ბეშუმის, ბათუმი ხულოსა და ბათუმი-დანისპარაულის მიმართულებით,

ბათუმი-ბეშუმი 15 ლარი, ბათუმი-დანისპარაული 14 ლარი,

ბათუმი-ხულო 6 ლარი, ხულოდან ტაქსით 70 ლარი.

მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური მარშრუტი

      მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო.მარშრუტის საერთო სიგრძე: 41 კმ.მარშრუტის ხანგრძლივობა: 2-3  დღე.  სიმაღლე ზღვის დონიდან: 2000-2300 მ.ფიჭური ქსელის დაფარ ...


ძირითადი ატრაქციები

ნახეთ ამ ლამაზი ადგილის ძირითადი ატრაქციები

ალპური ბოტანიკური ბაღი

სხვა ადგილები