მნიშვნელოვანი რეკომენდაცია!
მარშრუტებისა და ლაშქრობების დაგეგმვისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი
მარშრუტის გარკვეული მონაკვეთი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან
ახლოს გადის. ამასთან დაკავშირებით, წინასწარ უნდა მიმართოთ სახელმწიფო საზღვრის დაცვის
სამსახურს და შეავსოთ შესაბამისი დოკუმენტი საზღვრის კვეთის ნებართვის მისაღებად.
www.bpg.gov.ge
ზემოთაღნიშნული ნებართვა აუცილებლად დაგჭირდებათ შემდეგი მარშრუტების
გავლისას:
- კოსლისთავი-ღომა
- დიდვაკე-ნაკონაღვარი
- ხიხანის ციხის მონახულება
- შუამთის ტბების მარშრუტი ხიხანის ციხის მხრიდან (კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის
შემოვლითი
მარშრუტი, რომელიც მითითებულია რუკაზე).