რესტორანი ბათუმარანი

10% კვება

რესტორანი „ბათუმარანი“ მომხამრებლებს ძირითადად  სთავაზობს ქართულ, კერძოდ კი აჭარულ ტრადიციულ კერძებს. აღნიშნულ რესტორანში უმეტესად სწორედ აჭარის კუთხისთვის დამახასიათებელი, მათ შორის იშვიათი და ხშირად ადგილობრივებსთვისაც კი მივიწყებული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. აქ, თქვენ დაგხვდებათ მყუდრო გარემო, ტრადიციული დეკორაციითა და აჭარის კუთხისთვის დამახასიათებელი აქსესუარებით.

 

როგორ მოვხვდეთ:

„ბათუმარანის“ მიგნება პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან ის ძალიან ახლოსაა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებთან და გორგასლის ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტიც მოძრაობს. სამარშრუტო ტაქსის ნომრები: 21, 24, 25, 29, 31, 32, 36.

 

იცით თუ არა რომ...

„ბათუმარანი“ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია აჭარული კერძების დასაგემოვნებლად. ისეთი კერძებისა, როგორიცაა: ბორანო (3 სახის), ჰასუთა, ნაღბიბორა და სხვა.

 

შენიშვნა:

გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლება ვრცელდება მაგიდაზე და არა ცალკეულ პირებზე.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 10:00-23:30

სამშაბათი-პარასკევი: 10:00-23:30

შაბათი-კვირა: 10:00-23:30