ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

მთავარი / ბათუმის ფასდაკლების ბარათი / ფასდაკლებები / ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
35% ატრაქციები

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცულია  180 000-მდე  ექსპონატი, უნიკალური ნივთები, კოლექციები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ფოტოფონდი, სახვითი  ხელოვნების  ფონდი, ხელნაწერი  და  დოკუმენტური  მასალები,  აჭარის  ფლორისა  და  ფაუნის  ამსახველი  ექსპონატები. ასევე, მუზეუმს აქვს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სადაც ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ  შორის ბიბლიოგრაფიული  იშვიათობა.

 

როგორ მოვხვდეთ:

მუზეუმი ძალიან ახლოსაა გორგილაძისა და გორგასლის ქუჩებთან, რომლებზეც მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. იქვე არის სინაგოგაც, რომელიც დაგეხმარებათ მუზეუმის პოვნაში. გორგილაძის ქუჩაზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსები: №24, №34. პუშკინის ქუჩაზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსები: №21, №25, №29, №31, №32, №36.

 

იცით თუ არა რომ...

მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ძვ.წ. XII-IX სს-ის, აგრეთვე VII-IV სს.-ის  უნიკალური არქეოლოგიური მასალები, მათ შორის ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი.

 

შენიშვნა:

ფასდაკლება მოქმედებს როგორც სოლო ასევე საოჯახო ბილეთებზე.