საოჯახო სასტუმრო „ზებო“

20% კვება

საოჯახო სასტუმრო „ზებო“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში მდებარეობს. საოჯახო სასტუმროში სტუმრების მიღება ღამისთევით ერთდროულად 12 ადამიანზეა გათვლილი (4 ოთახი).  ოჯახი დაკავებულია აგრო მეურნეობით და სტუმრებს ნატურალური პროდუქტებით დამზადებული კერძებით უმასპინძლდება. "ზებო" საკმაოდ მრავალფეროვან დამატებით სერვისს შემოგთავაზებთ - დიასახლისის მასტერკლასის დახმარებით ადგილობრივი ტრადიციული კერძების მომზადებას შეისწავლით. ასევე შეგიძლიათ სცადოთ სოფლის ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ისეთი აქტივობები, როგორიცაა: თონეში პურის ჩაკვრა, ყველის ამოყვანა, ჭაჭის გამოხდა და თუთუნის მოჭრა. მასპინძელს აქვს სამჭედლოც, სადაც  იმიტაციურ გაკვეთილებს ატარებს.

 

როგორ მოვხვდეთ:

  • ბათუმი - ქედის ცენტრი №77 „ქედა" მიკროავტობუსი. ქედის ცენტრიდან ტაქსით.
  • ბათუმი - გობრონეთი „გობრონეთი“ მიკროავტობუსი (ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, 16:15 საათზე);
  • „შუახევი“ / „ხულო“ მიკროავტობუსი. ცენტრალური გზიდან 5კმ ფეხით.

ბათუმი, ძველი ავტოსადგური. მის: მაიაკოვსკის ქ.N1

 

იცით თუ არა, რომ...

გობრონეთში მოგზაურობისას, აუცილებლად ლატევრას მთაზე  უნდა ახვიდეთ. გზად  შეხვდებით კოლხურ ტყეს, სადაც მცენარეთა 1 700-ზე მეტი  სახეობაა, მათ შორის: მუხა, წიფელი, წაბლი, რცხილა და სხვა. აქვე იხილავთ ლატევრას ჩანჩქერსაც. წრიულ მარშრუტზე, გზადაგზა ულამაზესი ხედები იშლება.

 

შენიშვნა:

  • ფასდაკლება ვრცელდება ორი ადამიანის ღამისთევის შემთხვევაში (სამჯერადი კვება);
  • ფასდაკლება მოქმედებს ღვინის, ჭაჭის ან თაფლის შეძენისას;
  • ფასდაკლება მოქმედებს კულინარიულ მასტერკლასზე.
  • წინასწარი ჯავშანი სავალდებულოა.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 24/7

სამშაბათი-პარასკევი: 24/7

შაბათი-კვირა: 24/7